|
2020-05-01 15:09:37, 1961 ნახვა
ეკონომიკა
სესხისა და ლიზინგის სუბსიდირების კომპონენტების თანადაფინანსება ერთი წლით გახანგრძლივდება
სესხისა და ლიზინგის სუბსიდირების კომპონენტების თანადაფინანსება ერთი წლით გახანგრძლივდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა. მისივე თქმით, სესხის პროცენტის თითქმის სრული ოდენობა, თეთრთმეტნახევარ პროცენტს მთავრობა დაასუბსიდირებს. „თუ აქამდე ჩვენ ვახდენდით თითოეული ბიზნესის სესხის პროცენტის სუფსიდირებას 2 წლის განმავლობაში, ჩვენ ვაგრძელებთ ამ პერიოდს და ეს იქნება 36 თვე, ანუ 3 წლის განმავლობაში ამ დახმარების მიმღები ბიზნესი შეძლებს, რომ მინიმალური პროცენტით ჰქონდეს საბანკო სესხი, რადგან ჩვენ სახელმწიფო, დავასუფსიდირებთ დანარჩენს. თანადაფინანსების პროცენტი იზრდება, 2019 წელს, როდესაც ჩვენი ეკონომიკა ყვაოდა, ჩვენ მხოლოდ 7%-ს ვუსუფსიდირებდით ბიზნესებს, როდესაც იღებდნენ ისინი საბანკო სესხსს, დღეს, როდესაც ბიზნესს გაუჭირდა, ბანკებსაც გაუჭირდება სესხების მარტივად გაცემა და ჩვენ ვართ მზად, რომ სესხის პროცენტის თითქმის სრული ოდენობა, 11,5% დავასუფსიდიროთ სახელმწიფო სახსრებით. აქამდე მინიმალური ზღვარი იყო 150 000 ლარი და ჩვენ ვზრდით ამ მოცვას და 50 000 ლარი სესხიც კი არის ჩვენი დახმარების საგანი“ , - განაცხადა ნათია თურნავამ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)