16:17 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-17 16:36:40, 354 ნახვა

პოლიტიკა
თამაზ მეჭიაური: პრეზიდენტი, ნაციონალური მოძრაობა და ეროვნული ბანკი უნისონში არიან

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის შეცვლის შემდეგ მის ადგილს იმავე პოლიტიკის გამგრძელებელი ადამიანი დაიკავებს.

როგორც მეჭიაურმა ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში განაცხადა, პრეზიდენტის, ეროვნული ბანკისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა და სწორედ ამიტომ ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტიც იმავე მიმართულების გამტარებელი იქნება.

„მხოლოდ ქადაგიძეში არაა პრობლემა, ისაა ერთ-ერთი წევრი იმ 7 წევრიდან ეროვნული ბანკის საბჭოსი, რომლებიც დღეს მართავენ ეროვნულ ბანკს. რაც შეეხება იმპიჩმენტით იქნება თუ დროის გასვლის შემდეგ, ქადაგიძის წასვლის შემდეგ დიდი ალბათობით ისევ მისი მსგავსი იქნება არჩეული. საბჭოს წარდგინებით პრეზიდენტი ამტკიცებს და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პრეზიდენტი, ეროვნული ბანკის საბჭო და „ნაციონალური მოძრაობა“ უნისონში არიან, გასაგებია, რომ ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტიც დაახლოებით იგივე ფასეულობების მატარებელი იქნება. ამიტომაა საჭირო, რომ რაც შეიძლება დროზე შეიქმნას საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო, რომელიც გარკვეულ კონტროლს გაუწევს ეროვნული ბანკის საქმიანობას“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებას ყველანაირად შეეცდება.

„ვერ გეტყვით, რომ პრეზიდენტის პირდაპირი სურვილი იყოს ლარის გაუფასურება, თუმცა ჩემი დიდი ეჭვებია, რომ ეროვნული ბანკი ყველანაირად შეეცდება ლარის გაუფასურებას და ამაზე ვამბობდი მაშინაც, როდესაც განვიხილავდით კანონს ეროვნული ბანკის შესახებ, რომლის თანახმად, ზედამხედველობის სააგენტო უნდა გამოსულიყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის იურისდიქციიდან და არა ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან. ისინი ყველაფერს გააკეთებდნენ ლარის კურსის გაუფასურებისათვის ხელის წასაშველებლად. ეს არის არგუმეტებზე გაყრდნობილი ჩემი ეჭვები, რომლებსაც ფაქტებით გამაგრება სჭირდება, ხოლო ფაქტები მაშინ გვექნება, როდესაც ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო შეუდგება საქმიანობას“, - აღნიშნა მეჭიაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics