|
2020-04-30 14:46:47, 11276 ნახვა
ომი უკრაინაში
გამყრელიძე - თუ ვირუსის ზრდის დღევანდელ დინამიკას 2 კვირის განმავლობაში შევინარჩუნებთ, ჯანდაცვის სისტემისთვის მართვადი იქნება
თუ ვირუსის დინამიკის ასეთი ზრდა 2 კვირის განმვალობაში შენარჩუნდება, ჯანდაცვის სისტემისთვის მართვადი იქნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. როგორც მან ხაზგასმით აღნიშნა, შემზღუდავი ღონისძიებების თანდათან შემსუბუქება არ ნიშნავს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის რეკომენდაციების იგნორირებას. „ჩვენი სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1.1%-ია, რაც ერთ-ერთი დაბალია ევროპულ ქვეყნებში. მინდა გითხრათ, რომ ასეთი ზრდა დინამიკისა თუ ჩვენ ამ 2 კვირის განმავლობაში შევინარჩუნეთ, მეექვსე, მეშვიდე და მერვე კვირას, თუ იქნა ყოველდღიურად 20-ით, 30-ით ან 40-ით ზრდა, ეს ჩვენი ჯანდაცვის სისტემისთვის სრულიად მართვადია. ჩვენი კლინიკური მართვის გამოსავლები საკმაოდ კარგია. ამიტომ, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ დინამიკა. იცით, რომ მთავრობის მხრიდან წარმოდგენილია ექვს პუნქტიანი შემსუბუქების გეგმა, რომელიც უკვე ყველა ქვეყანამ შეიმუშავა. ეს ნიშნავს, რომ ის შემზღუდავი ღონისძიებები თანთადან მსუბუქდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვითი რეკომენდაციების იგნორირება მოხდეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)