|
2015-08-17 16:02:24, 760 ნახვა
სამართალი
რუსთავის №17 დაწესებულებაში რვა პატიმარი შიმშილობს
რუსთავის №17 დაწესებულებაში რვა პატიმარი შიმშილობს. ისინი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის გადახედვას ითხოვენ, რომელიც ნარკოტიკის შეძენა-შენახვასა და მოხმარებას გულისხმობს. მსჯავრდებულები მიიჩნევენ, რომ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე დოზირება უნდა მოხდეს. მათივე შეფასებით, კანონის ლიბერალიზაცია, რომელსაც ამჟამინდელი ხელისუფლება დაპირდათ, არ მომხდარა. ანალოგიურს აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე. მისი შეფასებით, 260-ე მუხლის ლიბერალიზაცია არ მომხდარა და პატიმრები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ მოატყუათ. "ხელისუფლება ამბობდა, რომ ნარკოტიკების მოხმარება არ არის დანაშაული, ეს არის ავადმყოფობა და უნდა მოხდეს 260-ე მუხლის ლიბერალიზაცია. პატიმრები ამბობენ, რომ ეს არის ფარსი და ხელისუფლებამ ისინი მოატყუა. დამიკავშირდნენ პატიმრები, რომლებიც 260-ე მუხლით ნარკოტიკის მოხმარებისთვის იხდიან სასჯელს და გამომიგზავნეს სასამართლოს გადაწყვეტილება. სასამართლომ მსჯავრდებულებს დაუტოვა იგივე სასჯელი, რაც წინა ხელისუფლების დროს ჰქონდათ მისჯილი",-ამბობს ნანა კაკაბაძე.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)