|
2015-08-17 11:29:01, 611 ნახვა
საზოგადოება
2016-2017 სასწავლო წლიდან სკოლებში საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლება გაძლიერდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტში საზოგადოებრივი მეცნიერებების ეროვნული სასწავლო გეგმის დაწყებითი საფეხურის განახლებულ სტანდარტზე იმსჯელეს. უწყების ინფორმაციით, საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლება 2016-2017 სასწავლო წლიდან გაძლიერდება და დაწყებით საფეხურზე (III და IV კლასებში) დაიწყება დამოუკიდებელი საგნის სწავლება სახელწოდებით „მე და საზოგადოება“. III-IV კლასის საგნობრივ სტანდარტებში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლის სამოქალაქო აღზრდის კომპონენტს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მისი სრულყოფილი განვითრებისათვის. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, უმაღლესი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)