|
2020-04-28 10:07:20, 8461 ნახვა
ომი უკრაინაში
ახალმა ზელანდიამ კოვიდ19-ის პრევენციის მიზანს მიაღწია, თუმცა ქვეყანა კორონავირუსის დამარცხებას ჯერ არ აღნიშნავს
რამდენიმე კვირის განმავლობაში ქვეყნის ჩაკეტვის შემდეგ, ახალ ზელანდიამ კორონავირუსის აღმოფხვრის მიზანს, შეიძლება ითქვას, მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ისინი კორონავირუსის დამარცხებას ჯერ არ აღნიშნავენ. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ქვეყანაში კოვიდ19-ით ინფიცირების მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი ზელანდიის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ორშაბათს ქვეყანაში ასევე მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. „ეს გვაძლევს რწმენას, რომ ჩვენ მივაღწიეთ ჩვენს მიზანს, რაც არასდროს არ ნიშნავს ნულს, 1-ელი აპრილიდან მხოლოდ ერთი შემთხვევა მოხდა, როდესაც ხელისუფლება ჯერ კიდევ იძიებდა ინფექციის წყაროს“, - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. ორშაბათს ქვეყანაში იყო მკაცრი შეზღუდვების ბოლო დღე, რომელსაც ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯაკინდა არდერნი აღწერს, როგორც „თანამედროვე ისტორიაში ახალ ზელანდიელების ყველაზე მკაცრ შეზღუდვებს". სამშაბათს, ქვეყანა შეარბილა შეზღუდვები. 400 000-ზე მეტი ახალი ზელანდიელი დაბრუნდა სამუშაოდ და ქვეყნის ეკონომიკის 75% მოქმედებს.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)