|
2020-04-27 14:32:52, 1889 ნახვა
სამართალი
იმ ბრალდებულებს, ვისაც სატელეფონო ზარებზე პროკურატურამ შეზღუდვა მოუხსნა, 15-წუთიანი უფასო სასაუბრო დრო მიეცათ
იმ ბრალდებულებს, ვისაც საქართველოს პროკურატურამ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სატელეფონო ზარებზე არსებული შეზღუდვა 22 მაისამდე მოუხსნა, თითოეულს 15-წუთიანი უფასო სასაუბრო დრო მიეცა. დღეის მდგომარეობით პენიტენციურ სისტემაში 300-მდე ბრალდებულს საგამოძიებო ორგანოს მხრიდან სატელეფონო ზარებზე შეზღუდვა ჰქონდა დაწესებული. სწორედ ამ შეზღუდვის გამო მოცემული პირები ვერ მოხვდნენ იმ პატიმართა სიაში, ვისაც 22 აპრილს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისგან საჩუქრად უფასო სასაუბრო დრო დაუფინანსდათ. იმისათვის, რომ 22 აპრილის მდგომარეობით სატელეფონო შეზღუდვის მქონე პატიმრებმაც შეძლონ ოჯახებთან და გარესამყაროსთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, მოხდა შეთანხმება პენიტენციური სისტემისთვის სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელ კომპანიასთან და თითოეულ ასეთ პატიმარს 26 აპრილიდან უკვე ექნება საშუალება 15-წუთიანი უფასო სასაუბრო დროით ისარგებლოს. შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით პემიტენციურ სისტემაში მიმდინარე წლის 5 მარტიდან განსაკუთრებული პირობები მოქმედებს და ამ დროიდან ყველანაირი პაემნის უფლება შეჩერებულია. იმისთვის, რომ ბრალდებულ/მსჯავრდებულებს მოცემული შეზღუდვის მიზეზით გარესამყაროსთან უფრიერთობის დეფიციტი ნაწილობრივ მაინც დაუკომპენსირდეთ, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში ყველა პატიმარს ყოველთვიურად 15-წუთიანი უფასო სასაუბრო დრო ეძლევა უფასოდ.
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)