18:49 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-15 11:46:48, 540 ნახვა

საზოგადოება
სუბარმა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის შესახებ სამცხე-ჯავახეთში შეხვედრა გამართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელთან ერთად  სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სოფელ ფოკას საზოგადოებრივ ცენტრში მოსახლეობას შეხვედნენ, სადაც „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეიტნეგრაციო დახმარების“ პროგრამა გააცნეს ადგილობრივ მაცხოვრებელებს. 
 როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია საზღვარგარეთიდან საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო პროგრამების შესახებ, რომლის განხორციელებაც საქართველოს მთავრობამ 2015 წლიდან დაიწყო. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო მხარდაჭერას 2011 წლიდან ახორციელებს ევროკავშირის დაფინანსებით, ხოლო პირველად 2015 წელს,  სახელმწიფო ბიუჯეტში გამოიყო თანხა 400 000 ლარის ოდენობით, რომლის ფარგლებშიც სამინისტრო საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით განახორციელებს სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამას. პროგრამის მიზანია, ერთი მხრივ დაბრუნებულ მიგრანტთა სამშობლოში ღირსეული რეინტეგრაციის ხელშეწყობა, მეორე მხრივ კი ამ მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გაძლიერება. 
 უწყების ინფორმაციით, შეხვედრის ფაგრლებში სამინისტროს წარმომადგენლებმა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად მოახდინეს მოსახლეობის ინფორმირება ლეგალური მიგრაციის გზებზე, არალეგალური მიგრაციის (მათ შორის, ტრეფიკინგის) საფრთხეებზე და ოჯახში ძალადობის პრობლემურ საკითხებზე.
 მოსახლეობასთან შეხვედრას დაესწრნენ სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics