|
2015-08-15 10:34:48, 336 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი აშშ-ს თავდაცვის მდივანს შეხვდება
თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. მინისტრი ვიზიტის ფარგლებში შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს, ეშტონ კარტერს შეხვდება. როგორც ხიდაშელმა "იმედის" ეთერში განაცხადა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დღეს, 15 აგვისტოს იწყება. "შაბათს მივდივარ ვაშინგტონში. შეხვედრა მექნება თავდაცვის მდივანთან. შეხვედრები მაქვს ასევე დაგეგმილი თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტში. ბევრი შეხვედრაა დაგეგმილი საერთაშორისო მედიასთან, ამერიკულ მედიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ჩვენი მთავარი დღის წესრიგი ცნობილია. ეს არის ქართულ-ამერიკული ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება, უფრო მეტი სიმჭიდროვე, სიახლოვე ამ ურთიერთობებში. ასევე ეს არის ამერიკული მხარის მხარდაჭერის მოპოვება ნატო-ს მინისტერიალისთვის", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა. აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაშია შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)