|
2020-04-24 19:41:42, 2506 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - განსაკუთრებული მადლობა ფონდ ქართუს და ბატონ ბიძინა ივანიშვილს StopCov-ის ფონდში ძალიან სოლიდური შენატანისთვის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მადლობა "ფონდ ქართუს" და ბატონ ბიძინა ივანიშვილს კორონავირუსთან საბრძოლველ ფონდში გაკეთებული სოლიდური შენატანისთვის გადაუხადა. მისი თქმით, ეს მათი ქველმოქმედების მცირე თუმცა ამ დროისთვის მეტად ღირებული ქვეყნისთვის. „განსაკუთრებული მადლობა ფონდ ქართუს და ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმისათვის, რომ ძალიან სოლიდური შენატანი გააკეთა კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ შექმნილ ფონდში. რა თქმა უნდა, ესაა მცირე ნაწილი იმ ქველმოქმედებისა, რომელსაც ფონდი ქართუ და ბატონი ბიძინა ეწევა ამ წლების მანძილზე საქართველოში, მაგრამ დღეს ეს არის მეტად ღირებული ჩვენთვის," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარადგინა, რომელიც საქართველოს ეკონომიკის შექმნილი რთული ვითარებიდან ეტაპობრივ გამოსვლას შეეხება. მასში განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მოსახლეობის სოციალურ დაცვასა და ბიზნესის მხარდაჭერაზე.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)