2020-04-23 17:00:49, 2352 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა, ევროსთან მიმათებაში კი, გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 3.1854 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.1749 ლარია. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0105 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ფასი ხვალ 3.4291 ლარი ეღირება, ხოლო დღეს, მისი შეძენა 3.4502 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართები 0.0211 ლარი შეადგინა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან