02:04 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-23 14:43:33, 1707 ნახვა

რეგიონი
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში საკარანტინე პირობები დაწესდა

გადაადგილების მკაცრ შეზღუდვას თავდაცვის ძალები სამართალდამცავებთან ერთად აკონტროლებენ. ეპიდემიის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის სამოქმედო არეალი იმერეთის რეგიონში კიდევ უფრო გაიზარდა.

გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. საკონტროლო პუნქტები დღეს დილიდან მოეწყო. III ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა სამართალდამცავებთან ერთად ღვანკითში გადაადგილების შეზღუდვის 5 პუნქტი მოაწყვეს.

სამხედროების მთავარი ამოცანა შსს-ს ძალებთან კოორდინაციით ავტომანქანების მოძრაობის კონტროლია. სოფელში შესვლა დღეიდან მხოლოდ პირველი დანიშნულების ავტომანქანებს შეუძლია. ძირითად საგუშაგოზე სამხედროები ავტომანქანების დეკონტამინაციასა და მგზავრთა თერმოსკრინინგსაც ატარებენ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებში თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა სამოქმედო არეალში აქტიურადაა ჩართული. დღეის მდგომარეობით სარდლობის ქვედანაყოფები 46 ჩექპოინტზეა მობილიზებული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics