2020-04-23 10:03:04, 2474 ნახვა
მსოფლიო
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 184 263-მდე გაიზარდა
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 184 263-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ სტატისტიკური მონაცემები worldometers.ge-ზეა განთავსებული.
ამავე სტატისტიკის თანახმად, გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქსირდება და 47 681-ს შეადგენს.
მეორე ადგილზეა იტალია, სადაც კორონავირუსისგან 25 085 ადამიანი გარდაიცვალა. მას მოჰყვება ესპანეთი, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 21 717-ს მიაღწია, ხოლო ამ ეტაპზე მეოთხე ადგილს საფრანგეთი იკავებს, სადაც ვირუსს 21 340 ადამიანი ემსხვერპლა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,