12:54 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-14 14:23:48, 345 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ ხაბაძე პოლონეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე პოლონეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს საქართველოში ანჟეი ჩიეშკოვსკის შეხვდა. 
როგორც  „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, შეხვედრისას საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობას და თანამშრომლობას რეგიონებისა და ქალაქების დონეზე, ასევე განხორციელებულ დასამომავლო პროექტებს.
აჭარა აქტიურად თანამშრომლობს სილეზიის სავოევოდოსთან ტურიზმის, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.მუშაობს გაცვლითი პროგრამები ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებით. პოლონეთი საქართველოს მეგობარი ქვეყანაა და ამავდროულადმნიშვნელოვანი პარტნიორი.
ცნობისთვის, ანჟეი ჩიეშკოვსკი მსახურობს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 1998 წლიდან. მუშაობდა პორტუგალიაში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოში(1998-2002); ევროკავშირის დეპარტამენტში (2008-2009); სამეზობლო პოლიტიკის განყოფილების უფროსად (2005-2008); 2008 წლის ნოემბერშიდაინიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებულის თანამდებობაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში. აქვს მაგისტრის წოდებაპოლიტიკურ მეცნიერებებში, დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტი (1990-1995), ასპირანტურა მენეჯმენტისსპეციალობით, ასევე ვარშავის ეკონომიკის სკოლა (1996 -1997). 2008 წლის ოქტომბერში დაინიშნა სამოქალაქო საზოგადოების მსახურის თანამდებობაზე.ფლობს -პოლონურ,ინგლისურ, პორტუგალიურ, რუსულ და ფრანგულ ენებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics