2015-08-14 14:18:25, 604 ნახვა
საზოგადოება
ინოვაციების სააგენტო საყოველთაო ინტერნეტინფრასტრუქტურის წინამოსამზადებელ სამუშაობს იწყებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრის სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო მაღალსიჩქარიან ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის წინამოსამზადებელ სამუშაოებს იწყებს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ინფრასტრუქტურით 2000-მდე დასახლებული პუნქტი დაიფარება.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ქაშიბაძემ აღნიშნა, ევროკავშირის ხელშეწყობით ხდება მსგავსი პროექტების ფორმირება.
„ბევრჯერ ვახსენე ლიტვის მაგალითი. ევროკავშირის ხელშეწყობით მოხდა მსგავი პროექტების ფორმირება, რომელმაც უზრუნველყო საბითუმო ქსელის მიღება. იქ სადაც მსგავსი ქსელის განხორციელება არ ჰქონდათ დაგეგმილი კერძო პირებს. ჩვენ აბსოლუტურად იდენტურ პროექტებს ვახორციელებთ. ვეკითხებით კერძო კომპანიებს თუ სად სურთ ღია წერტილის დაშვება. ღია წერტილის მეშვეობით მცირე, საშუალო თუ დიდ ოპერატორს შეეძლებათ მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა“,-განაცხადა ქაშიბაძემ.
საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმტავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს რეგიონების ინტერნეტით დაფარვის გაზრდა, ამიტომ პროექტის ეფექტურად განხორციელებისთვის დარეგისტრირდა ა(ა)იპ „ოუფენ ნეტი“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ბაზაზე, ამავე დროს პროექტის მიმართ ინტერესი გამოხატა „ფონდმა ქართუმ“, რომლიც ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი.
პროექტის ფარგლებში შექმნილი ინფრასტრუქტურით, ყველა პროვაიდერს და ოპერატორს არადისკრიმინაციულად ექნება სასუალება, თავისი სერვისი მიაწოდოს 2000-მდე დასახლებულიბ პუნქტის მაცხოვრებლებს. ასევე, ახალ ინტერნეტ-ინფრასტრუქტურას მიუერთდება ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა სკოლა და ბიბლიოთეკა.
აღნიშნული პროცესის სწორად წარმართვისატვის მნიშვნელოვანია საუკეთესო საერტაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების გათვალისწინება, სრული საკონსულტაციო სამუსაო მოიცავს 7 ფაზას, კერძოდ, მოთხოვნის ანალიზს, ქსელის დიზაინს, ღირებულების შეფასებას, განხორციელების დაგეგმვას, ეკონომიკურ მოდელირებას, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას და შეფასების კრიტერიუმების გაზრდა-შეფასებას.
საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვების მიზნით ჩატარდა წინასწარი შეფასება და ბაზრის შესწავლა. აღნიშნულ პროცესში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იყო ხუთი წამყვანი საკონსულტაციო ორგანიზაცია. ყველა კომპანიამ, წარმოადგინა წინასწარი წინადადება და წინასწარი საბიუჯეტო შეფასება. დავალების უკეთ გასაგებად და სრულყოფილი წინადადების ჩამოსაყალიბებლად კომპანიებთან დაიგეგმა შეხვედრები და ვიდეო კონფერენციები.
წინასწარი შეფასებისა და ბაზრის შესწავლის შედეგად საუკეთესო კომპანიად, როგორც გამოცდილების, აგრეთვე შემოთავაზებული ფასის მიხედვით „დეტეკონი“ შეირჩა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან