|
2020-04-21 11:25:45, 2391 ნახვა
ეკონომიკა
მარტში, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, 3 პროცენტით გაიზარდა
2020 წლის მარტში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 3.0 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 8.7 პროცენტით. ამის შესახებ მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. აღსანიშნავია ისიც, რომ წინა თვესთან შედარებით ფასების 2.5 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე და მისი წვლილი ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 2.05 პროცენტული პუნქტით აისახა. ამავდროულად, ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა ძირითად ლითონებზე (6.9 პროცენტი) და სასმელებზე (2.5 პროცენტი). საქსტატის მონაცემებსი თანახმად, 12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: • დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 8.7 პროცენტით, რამაც მთლიანი წლიური ინდექსის ზრდაზე 7.05 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები მომატებული იყო კვების პროდუქტებზე (12.4 პროცენტი); • სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: დაფიქსირდა ფასების 13.7 პროცენტიანი ზრდა, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.89 პროცენტული პუნქტით იმოქმედა. • ელექტროენერგია,აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები მომატებულია 7.4 პროცენტით და, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინდექსის წლიურ ცვლილებაში 0.78 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)