2020-04-20 16:12:16, 2518 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი - ქვეყანა ნორმალურ მდგომარეობას დიდხანს ვერ დაუბრუნდება
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ფილიპემ განაცხადა, რომ საფრანგეთი ნორმალურ მდგომარეობას დიდხანს ვერ დაუბრუნდება.
„იმის წარმოდგენა, რომ სიტუაცია მალე გამოსწორდება, შეცდომა იქნებოდა”, - აღნიშნა მან ბრიფინგზე.
ფილიპემ აღნიშნა, რომ საფრანგეთმა გაიარა ეპიდემიის მწვერვალი, მაგრამ ქვეყანა ნორმალურ მდგომარეობას მალე ვერ დაუბრუნდება, რადგან ახლა კორონავურუსის ვაქცინა არ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში დღემდე კორონავურუსით ინფიცირებულია 154 098 ადამიანი, გარდაიცვალა - 19 744 და გამოჯანმრთელდა 37 188 ადამიანი.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან