|
2020-04-20 15:59:17, 2633 ნახვა
მსოფლიო
გერმანია ჩვეულ ცხოვრების რიტმს დაუბრუნდება - 4 მაისიდან ნაწილობრივ გაიხსნება საზღვრები და მაღაზიები
კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, გერმანია თვეზე მეტია კარანტინში იმყოფება. ამჟამად გერმანულმა მთავრობამ გადაწყვიტა საკარანტინე ზომები ეტაპობრივად შეამსუბუქოს - ამის შესახებ, გერმანული მედია გვატყობინებს. სტატიაში აღნიშნულია ასევე, თუ რა დარჩება უცვლელი და რა არა. შეზღუდვები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია, გერმანიაში მარტის შუა რიცხვებიდან მოქმედებს. ამ დროის განმავლობაში, ქვეყანაში დაავდებულთა რიცხვმა იკლო, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი გაიზარდა. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, გერმანიის მთავრობამ გადაწყვიტა ეტაპობრივად შეამსუბუქოს საკარანტინე ზომები. გერმანია, ნელ-ნელა ჩვეულ ცხოვრების რიტმს დაუბრუნდება. რა შეიცვლება უახლოეს მომავალში და რა დარჩება ჯერ-ჯერობით უცვლელი - ამის შესახებ გერმანიის მედია გვაუწყებს. 20 აპრილიდან კვლავ განაახლებენ მუშაობას პატარა მაღაზიები, 800 კვ მეტრის ფართობით, დიდი სავაჭრო ცენტრები კვლავ დაკეტილი დარჩება. ფედერალურმა კანცლერმა ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მათ უნდათ თავიდან აიცილონ მასობრივი შეკრებები დახურულ სივრცეში. ავეჯის მაღაზიები გამონაკლისის სახით გაიხსნება ჩრდილოეთ რეინში, ვესტ ფალში. წიგნის მაღაზიები მუშაობას განაგრძობენ ფართობის მიუხედავად, ასევე გაიხსნება ავტოსალონები და მაღაზიები, რომლებიც ველოსიპედებს ყიდიან. უკანასკნელი კვირების განმავლობაში, გერმანიაში მზიანი ამინდი და მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა და ვირუსოლოგები კვლავ ამბობენ, რომ მოსახლეობისთვის აუციელებელია სუფთა ჰაერზე ყოფნა, ველოსიპედით გასეირნება, კი კარგი საშუალებაა ექიმების რჩევა გაითვალისწინო და ამავდროულად შეინარჩუნო დისტანცია 1,5 მეტრის ოდენობით. სკოლების გახსნას თითოეული ფედერალური მიწის მთავრობა გადაწყვეტს. სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები ეტაპობრივად დაუბრუნდებიან სასწავლო დაწესებულებებს. სასწავლო პრეცესი, გიმნაზიის გამოსაშვებ კლასებში, დაწყებით სკოლებში და პროფ ტექნიკურ სასწავლებლებში 4 მაისიდან აღდგება. საატესტატო გამოცდები ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება. სამომავლო დეტალებს გერმანიის მიწების მთავრობა სათითაოდ გადაწყვეტს. 29 აპრილისთვის, ყველა გერმანიის ფედერალური მიწის განათლების სამინისტრომ უნდა წარადგინოს კონცეფცია, თუ როგორ განახლდება სასწავლო პროცესი მათ დაქვემდებარებაში მყოფ სკოლებში. გაიხსნება ასევე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკები, თუმცა მათ მოუწევთ ყველა რეკომენდაციის დაცვა. უნივერსიტეტებმა და სკოლებმა უნდა წარადგინონ გეგმა, პანდემიის დროს სასწავლო პროცესისი გაგრძელებისთვის. უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვის შემთხვევაში, უნივერსიტეტებს უფლება მიეცემათ ჩაატარონ გამოცდები და პრაქტიკული სამუშაოები ლაბორატორიებსა და ამისთვის ყველა სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში, თუმცა ლექციების მნიშვნელოვანი ნაწილი ონლაინ რეჟიმში ჩატარდება სემესტრის ბოლომდე. 4 მაისიდან მუშაობას, სილამაზი სალონებიც განაახლებს, თუმცა მათ მოუწევთ მუშაობა ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებებით. ბორდელები, სილამაზის სალონები, მასაჟის სალონები და სხვა კოსმეტიკური დაწესებულებები, სადაც გათვალისწინებულია ფიზიკური კონტაქტი, ჯერ-ჯერობით დაკეტილი დარჩება. მუშაობას გააგრძელებენ საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიები, აფთიაქები, სამშენებლო მაღაზები, ბენზინგასამართი სადგურები, ქიმწმენდის სალონები, ბანკები, საგაზეთო მაღაზიები და კავშირგაბმულობა. გრძელდება ასევე სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები. სამშენებლო სფერო ეკონომიკისთვის ძალიან მნიშნელოვნად ითვლება, ამიტომ მას კარანტინი არც შეხებია. უცვლელი რჩება მინიმალური 1,5 მეტრიანი დისტანცია, რომელიც გერმანელებმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უნდა დაიცვან. ქუჩებში კვლავ ნებადართული იქნება მარტო ან ორ-ორად გადაადგილება, გამონაკლისი დაშვებულია ოჯახებისთვის. ჰიგინის ნორმების დაცვასთან ერთად, სოციალური დისტანცია ერთ-ერთ უმთავრეს კოვიდ-19-ის გავრცელების შესაჩერებელ ხერხად ითვლება. საბავშვო ბაღები, სკოლებისგან განსხვავებით კვლავ დაკეტილი დარჩება, ეს გამოიწვია იმან, რომ მცირე წლოვანი ბავშვების შემთხვევაში შუძლებელია სოცილაური დისტანციისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის მოთხოვნა, მაგრამ ზოგიერთ ფედერალურ მიწებზე შექმნილია სპეციალური საბავშვო ბაღები, სადაც ისეთი თანამშრომლების შვილებს აქცევენ ყურადღებას, როგორებიც არიან ექიმები ან სუპერმარკეტის თანამშრომლები. კაფეები და რესტორნები კვლავ დაკეტილი რჩება, რადგან მომხმარებლების დაავადების საფრთხე ძალიან დიდია. ანგელა მერკერის განცხადებით, მათი ჯერი ჯერ არ დამდგარა. ბევრი რესტორანი მომხმაებელს სახლში მიტანის სერვისს თავაზობს, საკვების წაღება რესტორნის კართანაც იქნება შესაძლებელი ან მიტანის სერვისით სარგებლობის შემთხვევაში. აკრძალვა არ შეეხო, ნაყინით მოვაჭრე კაფეებს, იმ პირობით, რომ მომხმარებელი შეკვეთის გაკეთების დროს ქუჩაში იქნება. მუსიკალური ფესტივალები, კონცერტები და სხვა მასობრივი თავშეყრის ღონისძიებები, როგორც მინიმუმ აგვისტოს ბოლომდე არ ჩატარდება. ბავარიის პრემიერ-მინისტრმა, მარკუს ზედერმა განცხადა, რომ ამ წელს ყველასთვის სასურველი „ოქტობერფესტი“ შესაძლოა არ ჩატარდეს. კულტურული ღონიძიებები ასევე აკრძალვის ქვეშ რჩება, დაკეტილი იქნება მუზეუმები და კონოთეტრები, საკონცერტო დარბაზები და თეატრებიც. ასევე არ იმუშავებს ღამის კლუბები. სპორტის გულშემატკივრებსაც მოუწევთ მოთმინებით აღჭურვა, საფეხბურთო მატჩები გაურკვეველი პერიოდით აიკრძალა. არ იმუშავებს ასევე ფიტნეს და სპორტული კლუბები, ასევე დაკეტილი რჩება საბავშვო მოდნები. კვლავ აკრძალულია რელიგიური რიტუალები, შეკრება ეკლესიებსა, მეჩეთებსა და სინაგოგებში. გერმანიის შიანგან საქმეთა მინისტრი, ხორსტ ზეხოფერი, გეგმავს რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან შეხვედრას, სამომავლო გეგმების განსახილველად. კონტაქტებზე შეზღდვა სამ მაისამდე იმოქმედებს, გერმანიის მოქალაქეებს დაბეჯითებით მოუწოდებენ თავი შეიკავონ მოგზაურობისა და ახლობლების ნახვისგან. რეკომენდირებუბლია ასევე თავი შეიკავონ ქვეყნის შიგნით მოგზაურობისგან. საბოლოო გადაწყვეტილება ფედერალურმა მთავრობამ რეგიონალურ მთავრობას დაუტოვა. 4 მაისამდე გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, კონტროლის ქვეშ დარჩება გერმანიიის საზღვრები 5 მოსაზღვრე ქვეყანასთან ავსტრიასთან, შვეიცარიასთან, საფრანგეთთან, ლუქსემბურგსა და დანიასთან. საზღვრების გადაკვეთა იმ პირებს შეუძლიათ ვინც ამ ქვეყნებში ცხოვრობენ და გერმანიაში მუშაობენ, ასევე სატვირთო მანქანების მძღოლებს. საჰაერო მიმოსვლა დაკეტილია ესპანეთთან და იტალიასთან , ასვეე ნიდერლანდებთან და ბელგიასთან. მძიმე, დრო არ ადამთავრებულა პანსიონატებისთვის და სასტუმროებისთვის. უცხო ქვეყნის მოქალაქეეებს გერმანულ სასტუმროში დარჩენა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ისინი გერმანიაში მუშაობენ ან ქვეყანაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებიან. ამ შემთხვევაში მათ ორ კვირიანი კარანტინის დაცვა მოუწევთ. ტურ ოპერატორები მოითხოვენ მკაცრი ზომების შემსუბუქებას, რადგანაც მათთვის ეს კრიზისი გამანადგურებელია. რაიმე ცვლილებები 30 აპრილამდე დაგეგმილი არ არის. ამ თარიღისთვსი დაგეგმილია კანცლერის შეხვედრა, სხვადასხვა ფერდერალური მიწების პრემიერ-მინისტრებთან სადაც ისინი მომავალ გეგმებს განიხილავენ .
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)