|
2020-04-17 18:32:23, 5905 ნახვა
სამხედრო
გამკაცრებული შეზღუდვების შემდეგ, საკონტროლო გამშვებ პუნქტებს ფუნქციური დატვირთვა შეეცვალათ
ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, თავდაცვის ძალებმა შსს-ს ძალებთან ერთად, გადაადგილების კონტროლი კიდევ უფრო გაამკაცრა. საავტომობილო გზებზე მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები გადაადგილდება, შესაბამისად სადეზინფექციო სამუშაოები მხოლოდ სატვირთო და სასურსათო ავტომანქანებს, მათ მძღოლებს კი, თერმოსკრინინგი უტარდებათ. სამართალდამცავებთან კოორდინაციით, სხვადასხვა რეგიონში დამატებითი გამშვები პუნქტები შეიქმნა. ახალი საგუშაგო შეიქმნა ბათუმის შესასვლელშიც. სამხედროები და სამართალდამცავები მხოლოდ ლოჯისტიკური, სამედიცინო, სასურსათო და საბანკო დანიშნულების ავტომანქანებს აძლევენ ბათუმში შესვლისა და გასვლის უფლებას. მუდმივ რეჟიმში ხდება საგუშაგოებზე გასული მანქანების აღრიცხვა. გამკაცრებული შეზღუდვებიდან გამომდინარე ბათუმში ამჟამად გადაადგილების შეზღუდვის 7 პუნქტი ფუნქციონირებს. ქალაქში შესასვლელ და გამოსასვლელ 4 ძირითად საგუშაგოზე II ქვეითი ბრიგადაა მობილიზებული, ხოლო ქალაქის შიდა საკვანძო გზების კონტროლზე პასუხისმგებლობა, დასავლეთის სარდლობის ოპერატიულ მართვაში გადასულმა სპეციალური ოპერაციების ძალებმა აიღო, რომელიც გადაადგილების შეზღუდვას 3 პუნქტზე ახორციელებს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)