|
2020-04-17 17:35:20, 3059 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - შემდეგ კვირაში დავიწყებთ ონლაინ ვაჭრობით მომუშავე კომპანიების მონიტორინგს
ეკონომიკისა და მდგრადი განვთარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, შემდეგ კვირაში დაიწყება პრიორიტეტულად ონლაინ ვაჭრობის მქონე კომპანიების მონიტორინგი. მისი თქმით, მოხდება იმ უსაფრთხოების სტანდარტების გადამოწმება, რომელიც ბიზნესებმა უნდა დააკმაყოფილონ. „მინდა გულახდილად მოგახსენოთ, რომ იმ ეპიდემიოლოგიური საფრთხეების გათვალისწინებით და იმ ვითარებისა, როდესაც ჩვენ შევდივართ ძალიან კრიტიკულ ვითარებაში, გვიწევს განსაკუთრებული ზომების მიღება. საგანგებო ვითარების დასრულებამდე არ არის მოსალოდნელი, რომ ჩვენ დავიწყებთ აქტიურად ბიზნესების ამოქმედებას ვინც დროებით შეჩერდა და ახლა ემზადება იმისთვის, რომ ადრე თუ გვიან დაიწყოს ისევ მუშაობს. სამაგიეროდ, ამ პერიოდს ჩვენ ძალიან აქტიურად გამოვიყენებთ, რათა დავასრულოთ ბიზნესების მონიტორინგი და გადამოწმება. გადამოწმება იმ უსაფრთხოების სტანდარტებისაა, რაც მათ უნდა დააკმაყოფილონ იმისთვის, რომ როგორც კი მოგვეცემა შესაძლებლობა დავიწყოთ შერბილება შემაკავებელი ზომების და კვლავ ავამოქმედოთ ეკონომიკა ყველა იყოს ამისთვის მზად და შემოწმებისთვის დამატებითი დრო აღარ დაგვჭირდეს. ასევე მინდა ვთქვა პრიორიტეტებთან დაკავშირებითაც. ერთ-ერთი პრიორიტეტი ბიზნეს სექტორებს შორის იმ მომენტისთვის, როდესაც ჩვენ დავიწყებთ ეკონომიკის მართვას და ამოქმედებას, იქნება ონლაინ ვაჭრობა და ის კომპანიები, ვინც დაკავებულია ონლაინ ვაჭრობით ან გადაერწყვნენ ონლაინ ვაჭრობაზე. აქედან გამომდინარე, შემდეგ კვირაში ჩვენ პრიორიტეტულად დავიწყებთ სწორედ ონლაინ ვაჭრობის კომპანიების მონიტორინგს და შემოწმებას, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ უფრო სწრაფად და ხარისხიანად შევამზადოთ ეს სექტორი იმ მომენტისთვის, როდესაც ჩვენ ყველა ერთად დავიწყებთ ეკონომიკის ამოქოქვას და მათ ექნებათ შესაძლებლობა უსაფრთხო საქმიანობის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)