|
2015-08-13 16:12:49, 502 ნახვა
საზოგადოება
სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციების გამკაცრებისთვის არასამთავრობოებმა პეტიცია შეიმუშავეს
არასამთავრობო ორგანიზაციები აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებენ, სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციების გამკაცრდეს და ქვეითად მოსიარულეთათვის ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდეს. მათ შესაბამისი პეტიცია შეიმუშავეს, რისთვისაც 19854 ხმაა საჭირო. როგორც არასამთავრობოები ამბობენ, ბოლო 2 წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევებმა 30%–ით მოიმატა და გაიზარდა დაშავებულთა რიცხვიც. „ზაფხულის პერიოდის დადგომასთან ერთად, საგზაო მოძრაობა გახდა უფრო ინტენსიური და რეგიონებში იმატა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობამ. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევების უმეტესობა ფატალურად და მძიმე ტრავმებით დასრულდა. განსაკუთრებით საგანგაშოა ბავშვების, ახალგაზრდების ტრავმატიზმისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რაც მრავალი ქართული ოჯახის ტრაგედიის მიზეზი გახდა. რამდენიმე ფაქტის გახსენებაც საკმარისია სამწუხარო რეალობის წარმოსადგენად: 21თებერვალს აგარა-გომის მონაკვეთზე-გარდაიცვალა დედა და 2 ჩვილი ბავშვი; 21 მაისს ორი ადამიანი გარდაცვალა და ერთი მძიმედ დაშავდა გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავტო-ავარიის შედეგად; 25 მაისს ორი ბავში და ერთი ქალბატონი დაიღუპა სენაკი-ფოთის საავტომობილო გზაზე, სოფელ ჭალადიდში; 28 მაისს კახეთში ავარიის შედეგად სკოლის 3 მოსწავლე და ერთი მასწავლებელი დაშავდა; 29 მაისს, დაბა ჩაქვში, ავტო-ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გარდაცვლილია მცირეწლოვანი ბავშვი და ორი ქალბატონი, 1 აგვისტოდან 3 აგვისტოს ჩათვლით გარდაიცვალა 13 ადამიანი. მიმართვა ღიაა საზოგადოების ყველა წარმომადგენლისათვის და მას ხელსაწერს შემდეგი ორგანიზაციები:„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია“; ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“;„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“; თბილისის ტრავმაი; „ეკო ტრანსპორტ ცენტრი“; „იარე ფეხით“; საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი; საქართველოს საავტომობილო ფედერაცია.
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)