|
2020-04-16 18:16:30, 2512 ნახვა
ეკონომიკა
კობა გვენეტაძემ COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ვითარების საფინანსო სექტორზე ზეგავლენის შესარბილებელ ნაბიჯებზე ვიდეოკონფერენციისას ისაუბრა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საბანკო სექტორის წარმომადგენელთა შეხვედრაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის რეჟიმში წარიმართა, კობა გვენეტაძემ სექტორის მხრიდან არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია საბანკო სექტორთან, იღებს ყველა ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ ვითარებასთან. სექტორთან მსჯელობს იმ ნაბიჯებზე, რომელიც ქვეყნის საფინანსო სექტორზე ზეგავლენის შერბილების ფარგლებში დაიგეგმა და რომელიც ეკონომიკის საფინანსო სერვისების შეუფერხებლად უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო, სავალუტო ფონდთან მიღწეულ შეთანხმებას; მაკროეკონომიკურ პროგნოზებს; ფიზიკური პირების დაკრედიტების დებულებაში შეტანილ ცვლილებებს; ლიკვიდობის მართვის ინსტრუმენტებს; არსებული შეზღუდვების პერიოდში დისტანციური საბანკო მომსახურების წახალისებას; ასევე, სხვადასხვა საზედამხედველო ღონისძიებებს. ვიდეოკონფერენციის დროს კობა გვენეტაძემ ისაუბრა ფინანსური სექტორის სტაბილურობის კუთხით ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე. ითქვა, რომ საბანკო სექტორი არსებულ გამოწვევას კარგად მომზადებული შეხვდა, მას გააჩნია კაპიტალისა და ლიკვიდობის საკმარისი ბუფერები, ისტორიულად დაბალია უმოქმედო სესხების მოცულობა მთლიან პორტფელში. "ეროვნული ბანკი მუდმივად იღებს ინფორმაციას და საქმის კურსშია საფინანსო სექტორში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. სწორედ ეროვნული ბანკის გონივრულმა და წინდახედულმა საზედამხედველო პოლიტიკის გატარებამ დღეს საშუალება მოგვცა საფინანსო სექტორის მხარდასაჭერად დაუყოვნებლივ აგვემოქმედებინა სპეციალური დროებითი საზედამხედველო გეგმა, რაც საბანკო სექტორს საშუალებას მისცემს გაანეიტრალოს პოტენციური ზარალები, განაგრძოს ნორმალური ბიზნეს საქმიანობა და, რაც მთავარია, გააგრძელოს რეალური ეკონომიკის დაკრედიტება", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან საუბრისას. მსგავსი ფორმატის შეხვედრები პერიოდულად ჩატარდება. მომავალ კვირას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საფინანსო სექტორის სხვა მონაწილეებთან შეხვედრას გეგმავს.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)