16:03 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-16 15:08:29, 1348 ნახვა

რეგიონი
ზუგდიდისა და ფოთის ბაზრები დაიხურება

ზუგდიდისა და ფოთის ბაზრები დაიხურება, - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა განაცხადა.

ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით მიუხედავად პოლიციის, ზედამნხედველობის სამსახურისა და მოხალისეთა მობილიზებისა უმართავი ვითარებაა, მოქალაქეები დისტანციას არ იცავენ, რის გამოც მიღებულ იქნა ბაზრების დახურვის გადაწყვეტილება.

,,დღეს ვიმყოფებოდი ფოთში, სენაკში და ახლა ვარ ზუგდიდში. სამწუხარო რეალობა გვქვს, მიუხედავად პაატა იმნაძის განცხადებისა, რომელიც ყველამ მოვისმინეთ,  ნაკადი არათუ შეწყდა და შემცირდა არამედ მოიმატა. ვხედავთ, რომ  როგორც მოსახლეობის ასევე ავტომანქანების რაოდენობა არის მომატებული. ყოვლად მიუღებელი და წამოუდგენელია ის რაც ზუგდიდის ბაზარი დღეს მოხდა, მიხედეავად პოლიციის და მუნიციპალიტეტის  მობილიზების შეიქმნა უმართავი პროცესი. მე ბოდიშს ვუხდი მეწარმეებს ვინც დღეს ფაქტიურად დარჩა დაზარალებული, იმის გამო რომ მოქალაქეებმა დისტანციის დაცვაზე განაცხადეს უარი. ეს არის სრული უპასუხისმგებლობა საკუთრი თავის, ოჯახის წევრების, ნათესავების, პოლიციის, ადმინისტრაციის მიმართ.  დაიხურება ზუგდიდის ბაზართან ერთად ფოთის ბაზარიც, მიუხედავად იმისა რომ ფოთში უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. აკრძალულია გარევაჭრობაც და ყველა დაჯარიმდება ვინც დაარღვევს წესებს. არავის უხარია 3000 ლარიანი ჯარიმების გამოწერა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვაცხადებ, პოლიცია იმოქმედებს კომპომისის გარეშე, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics