|
2015-08-13 11:34:47, 598 ნახვა
საზოგადოება
ჯავახეთში თევზის უიშვიათესი სახეობა „ტბის კალმახი“ აღმოაჩინეს
გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა, ჯავახეთის რეგიონში იქთიოლოგიური სამეცნიერო კვლევითი ექსპედიციის შედეგად, თევზის უიშვიათესი სახეობა „ტბის კალმახი“ აღმოაჩინეს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული თევზის სახეობის მოპოვების შესახებ ინფორმაცია საქართველოში ბოლო 20-25 წლის მანძილზე არ დაფიქსირებულა, შესაბამისად აღნიშნული თევზის სახეობა საქართველოში გადაშენებულად მიიჩნეოდა. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მოპოვებული თევზის სახეობა მიეკუთვნება ტბის კალმახის კლასიკურ ფორმას (SALMO LACUSTRIS VAR ROMANOVI). გარემოს ეროვნული სააგენტოს, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა კანონმდებლობის შესაბამისად მოპოვებული თევზი ცოცხალ მდგომარეობაში კვლავ გარემოში დააბრუნეს. სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახური უიშვიათესი ჯიშების აღმოსაჩენად ექსპედიციას მთელი საქართველოს მასშტაბით გააგრძელებს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)