11:05 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-13 11:33:27, 538 ნახვა

სამართალი
პროკურატურის თანამშრომლებმა თაღლითობის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავეს

პროკურატურის თანამშრომლებმა თაღლითობის ფაქტზე მოქალაქე ნანა გეწაძე დააკავეს. 
როგორც „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, ბოლო პერიოდში პროკურატურა აქტიურად მუშაობს არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე, რომლებზეც გამოვლენილნი ან ჯერ კიდევ გამოძიების და დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან მოქალაქეები, რომლებიც პროკურატურის სახელით, თითქოსდა საქმეებზე საპროცესო გარიგებების დადების პირობით, ისედაც გაჭირვებაში მყოფ მოქალაქეებს თაღლითურად  სძალავენ დიდი ოდენობის თანხებს.  
პროკურატურის ინფორმაციით, ანალოგიურ ფაქტზე  თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა ნანა გეწაძე დააკავეს.  
„ მოქალაქე ნანა გეწაძე  ერთ-ერთი ბრალდებულის ძმას - ზვიად  გოგატიშვილს, გაეცნო როგორც მოქმედი პროკურორი და ეს უკანასკნელი  დაარწმუნა,  რომ როგორც თანამშრომელი, ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა თბილისის პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებთან. იგი გოგატიშვილს დაპირდა, რომ  5000 ლარის გადახდის შემთხვევაში, მის პატიმარ ძმას გაუფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება მსუბუქ სასჯელზე. შედეგად ნანა გეწაძემ გოგატიშვილს გამოსძალა მითითებული თანხა და გადაცემის მომენტში იქნა დაკავებული. 
ამჟამად საქმეზე გრძელდება გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილი ,,ბ“  ქვეპუნქტით, რაც თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ითვალისწინებს. 
მივმართავთ საზოგადოებას, რომ პროკურატურასთან ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა ხდება მხოლოდდამხოლოდ ოფიციალური  მიმოწერის გზით და ყველა სხვა შემთხვევაში, თუკი ოდნავ მაინც საეჭვოა რაიმე გარემოება, გთხოვთ აცნობოთ  საქართველოს პროკურატურის გენერალურ ინსპექციას ან პროკურატურის ნებისმიერ დანაყოფს“,-აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
კობახიძემ მდინარაძეს წოდება კიდევ ერთხელ აუმაღლა, ის სუს-ის პოლკოვნიკი გახდა
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics