|
2020-04-15 18:26:36, 2753 ნახვა
მსოფლიო
„London Deep Knowledge Group“-მა კორონავირუსისგან უსაფრთხო ქვეყნების სია გამოაქვეყნა
„London Deep Knowledge Group“-მა კორონავირუსისგან დაცვის შედარებითი უსაფრთხო ქვეყნების სია გამოაქვეყნა, სადაც გერმანია მეორე ადგილს იკავებს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოსახლეობა კორონავირუსის გამო შექმნილ ეკონომიკურ პრობლემებზე და ჯანმრთელობაზე ნერვიულობს, მაგრამ ისინი ვინც გერმანიაში ცხოვრობენ, შედარებით უკეთ გრძნობენ თავს. „London Deep Knowledge Group”- მა გამოაქვეყნა რეიტინგი, სადაც გერმანია, ევროპის პირველ ხოლო მსოფლიოში მეორე ყველაზე სტაბილურ და უსაფრთხო ქვეყანად დაასახელა. მას კრიზისის მართვაში მხოლოდ ისრაელი ჯობნის. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, 14 აპრილისთვის, გერმანიაში 130 000 კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა იყო დაფიქსირებული, 64 300 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, მაშნ როდესაც 3 100 დაავადებული გარდაიცვალა. „London Deep Knowledge Group“-ის ანალიტიკოსებმა მოიპოვეს ინფორმაცია, კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, თუ რა კარძალვები შემოიღეს თითოეულ ქვეყანაში, რა რაოდენობით კარანტინის ზომების დარღვევა დაფიქსირდა, რა სახის მოგზაურობის შეზღუდვები დაწესდა, რამდენად ხელმისაწვდომია კოვიდ-19-ის ტესტები და რამდენად კეთილოწყობილია საავადმყოფოები. რეიტინგში, გერმანიის ხელისუფლებამ კრიზისის მართვის კუთხით მაღალი შეფასება დაიმსახურა. ამ შემთხვევაში სწრაფი დახმარების და კრიზისის მართვის ჯგუფების მობილიზაციაზეა საუბარი. შვეიცარია და ავსტრია კი მე-11 და მე-12 ადგილზე მოხვდნენ. ჩამონათვალში აფრიკის სამხრეთ ამერიკის ქვეყნები ვერ მოხვდნენ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები კი, როგროიცაა ლატვია,სლოვაკეთი და სლოვენია ბოლო ადგილს იკავებენ. კვლევითი ცენტრის მიერ, ასეულობით ქვეყნის რეიტინგის განსაზღვრისას აშშ-მ 70-ე ადგილი დაიკავა, ხოლო სამხრეთ კორეა, ავსტრალია და ჩინეთი კი პირველ ათეულში მოხვდნენ. „სხვა ქვეყნებთან შედარებით, გერმანიას საუკეთესო სტაბილურობის და უსაფრთხოების მაჩვენებელი აქვს ევროპაში და ასევე ის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა კრიზზისის მენეჯმენტის კუთხით“, - განაცხადა „London Deep Knowledge Group”- ის დამფუძნებელმა დიმიტრი კამინსკიმ. გერმანიამ ძალიან კარაგდ შეძლო ვირუსის გავრცელების შეჩერება ა სხვა ქვეყნებივით სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი არ დაფიქსირდა ქვყანაში. პანდემიის შემდეგ, ეს გერმანიას, თვალში საცემ ეკონომიკურ სტაბილურობას მისცემს. „London Deep Knowledge Group”- ის კვლევითი ცენტრი იყენებს საჯარო მონაცემების წყაროებს თავიანთი ალგორითმებისთვის და შეფასებებისთვის, როგორიც არის მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია და ჯონ ჰოპკინსის უნივერისტეტი. სხვა ანალიტიკოსებმაც შეაქეს გერმანიის მთავრობა და ისრაელის ლიდერობასთან დაკავშირებით გარკვეული ვარაუდებიც გამოთქვეს. „გერმანია კარგად უმკლავდება შექმნილ სიტუაციას, მრავალრიცხოვანი მოსახლეობის მიუხედავად. ის ფაქტი, რომ ისრაელი ლიდერობს ამ სიაში, გასაკვირი არ არის, რადგანაც ქვეყანა მუდმივი კრიზისის რეჟიმში იმყოფება და საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს საზღვრების ჩაკეტვის და საგანგებო სიტუაციაში ყოფნის“, - განაცხადა ანასტასია ლაუტერბახმა, “AI”-ის მონაცემების ექსპერტმა და საბჭოს წევრმა. ეს ვარაუდები ცვალებადია, რაც იამს ნიშნავს, რომ თუ გერმანია არასწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს, ის სიის ბოლოში აღმოჩნდება.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)