|
2020-04-15 17:18:13, 2080 ნახვა
სამართალი
შსს-მ საქართველოს მოსახლეობას ოჯახში ძალადობისას პოლიციისათვის შეტყობინების მექანიზმებსა და არსებულ სერვისებზე მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა
შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას და აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარებას. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, უწყებამ ოჯახში ძალადობისას პოლიციისათვის შეტყობინების მექანიზმებსა და ფორმებზე საქართველოს მოსახლეობას მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა. „შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საზოგადოების თითოეული წევრის აქტიური ჩართულობა დანაშაულის გამოვლენისა და პოლიციის დროული ინფორმირების პროცესში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ქალთა საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით, ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ოჯახში ძალადობისას პოლიციისათვის შეტყობინების მექანიზმებსა და ფორმებზე საქართველოს მოსახლეობას მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა. თუ ხართ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ან გაქვთ ინფორმაცია ძალადობის შესახებ, დარეკეთ 112-ზე ან გამოიყენეთ 112-ის მობილური აპლიკაცია. მობილური აპლიკაციის ინსტრუქცია შეგიძლიათ იხ: http://112.gov.ge/index.php?m=147. პოლიცია დროის ნებისმერ მონაკვეთში მზად არის რომ დაგეხმაროს. არ დამალო ძალადობა! აღნიშნულის მიზანია, საზოგადოების ინფორმირება ქვეყანაში არსებული შეტყობინების მექანიზმების შესახებ და პოლიციისათვის დროულად მიმართვის უზრუნველყოფა“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)