|
2015-08-13 11:31:14, 583 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრის რეგისტრატორებისთვის ტრენინგების პირველი ეტაპი დასრულდა
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტისა და შეზღუდვებისა და უფლებების სამსახურის თანამშრომლებისთვის სამართლებრივი მართლწერის საკითხებზე ტრენინგების პირველი ეტაპი დასრულდა. სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერები ატარებდნენ. ტრენინგზე მიღებული ცოდნა და შეძენილი უნარ–ჩვევები რეგისტრატორებს დაეხმარება მათ მიერ მომზადებული ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები, იურიდიული შინაარსის წერილები, ბრძანების პროექტები და სხვა სამართლებრივი დოკუმენტები მოქალაქეებისთვის დამაჯერებლად და ადვილად აღქმადი ფორმით, მარტივ და გასაგებ ენაზე მოამზადონ. სასწავლო კურსი 2-ეტაპიანია. პირველ ეტაპზე მონაწილეებმა სამართლებრივი აქტებისა და წერილობითი მემორანდუმის შედგენა შეისწავლეს. სწავლების მეორე ეტაპი, რომელიც პრაქტიკულ სავარჯიშოებს - გავლილი თეორიული კურსის საფუძველზე, შაბლონების გამოყენებით კონკრეტული გადაწყვეტილებების მომზადებასა და განხილვას მოიცავს, სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების რეგისტრატორებთან ერთად მოგვიანებით დაიგეგმა. თანამშრომელთათვის სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენისთვის საჭირო თეორიული და პრაქტიკული ასპექტების გაცნობა ხელს შეუწყობს სააგენტოში წერის ერთიანი სტანდარტის დანერგვას, დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების შემუშავებასა და იმპლემენტაციას, შესაბამისად, საჯარო რეესტრის სამუშაო პროცესის ეფექტიანობის ამაღლებას.
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)