|
2020-04-15 16:30:20, 13574 ნახვა
ომი უკრაინაში
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსზე მიღებული 26 ტესტიდან ყველას პასუხი უარყოფითია
რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსზე მიღებული 26 პასუხიდან ყველა უარყოფითია. მისი თქმით, საავადმყოფოში 11 კოვიდინფიცირებული პაციენტია, რომელთა მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. „ჩვენთან გუშინ 26 პაციენტს ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტირება და საბედნიეროდ პასუხები იყო ნეგატიური. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, რომლებიც ჩვენს კლინიკაში არიან, მოგეხსენებათ, რომ 11 პაციენტი გვყავს კოვიდინფიცირებული და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 11-ვე ინტენსიური თერაპიის პალატაში იმყოფება, არცერთს არ სჭირდება მართვითი სუნთქვა. გარდა ამისა უნდა აღინიშნოს, რომ რეანიმაციაში მყოფი პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა გაუმჯობესდა. დღეს კიდევ 20 პაციენტს ჩაუტარდა კოვიდ-19-ზე კვლევა და პასუხებს ველოდებით ტრადიციულად გვიან ღამე“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)