2015-08-13 09:53:42, 602 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.3093 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი 2.3093 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.2980 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0113 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო 2.5735 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი ღირებულება 2.5356 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0379 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან