12:55 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-15 15:53:21, 1385 ნახვა

რეგიონი
მარნეულში სარწყავი არხები იწმინდება

შპს „საქართველოს მელიორაცია” სარწყავი და სადრენაჟე სისტემების სარეაბილიტაციო პროექტებს უსაფრთხოების წესის დაცვით, შეუფერხებლად ახორციელებს. 

მარნეულის მუნიციპალიტეტში ექსპლუატაციის პროგრამით სამუშაოები რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს. სოფელ კაჩაგანში ხე-მცენარეებისაგან „გამარჯვების არხის“ 6 000 მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება. ჩატარებული სამუშაოები სოფელ კაჩაგანის, კასუმლოსა და აღმამედლოს 1000 ჰექტარზე მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესებს წყლის მიწოდების რეჟიმს.

სოფელ ბაილარის, საიმერლოსა და ქუტლიარის სავარგულების წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით,  სოფელ საიმერლოში „აღმაშენებლის   არხის“ 4 კმ-იანი მონაკვეთი იწმინდება. 

ამავე სისტემის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს  სოფელ ქუტლიარშიც.   ნატანი მასისგან და  ბუჩქნარისგან არხის 5000 მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება. „აღმაშენებლის არხზე“ ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის გამტარუნარიანობას გაზრდის, რაც ჯამში 1100 ჰექტარ სავარგულზე გააუმჯობესებს სარწყავი წყლის მიწოდების . 

აღდგენითი სამუშაოები უტარდება ასევე, ქეშალოს სატუმბი სადგურის სარწყავ სისტემას  სიგრძით 1500 მეტრი, რომელიც 2 ათეული წელია არ ჩატარებულა. არხის მოწესრიგების შედეგად დამატებით 40 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება. 

საქართველოს მელიორაცია ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოებს აპრილის ბოლოსთვის დაასრულებს. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics