00:40 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-14 19:07:13, 2142 ნახვა

მსოფლიო
ღია რესტორნები და პარკები სადაც ხალხი კვლავ დადის, შვედეთი კარანტინზე უარს ამბობს

ღია რესტორნებში მოვახშმე წყვილები, პარკები სადაც ხალხი კვლავ დადის, შვედეთში მოსალოდნელი პანდემიის ფონზე სიტუაცია უნიკალურია.

სკანდინავიურმა ქვეყანამ, პანდემიასთან საბრძოლველად განსხვავებული ხერხი აირჩია. მთავრობამ ნაცვლად მკაცრი აკრძალვებისა როგროც სხვა ევროპულ ქვეყნებშია, არჩია ჯანდაცვის სფერო არ დაეზიანებინათ და უარი ეთქვათ კარანტინზე.

პრემიერ-მინისტრმა სტეფან ლიოფვენმა მიმართა მოსახლეობას, მოქცეულიყვნენ როგროც ზრდასრულები და არ გაევრცელებინათ პანიკა. გასულ ოთხშაბათს და ხუთშაბათს სიკვდილიანობის მაჩვენებელმა ქვეყანაში ასს მიაღწია, რამაც გაამძაფრა იმის შიში, რომ  ქვეყნა პანდემიის რიკის წინაშე დგას.

ხელისუფლებამ, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საერთაშორისო სარბიელზე მათი მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა, მკაცრ ზომებზე უარის თქმით.

კვლევა, რომელიც სამედიცინო ჟურნალ „Lancet” - ში გამოქვეყნდა, აშშ-ის, შვედეთის და დიდი ბრიტანეთის მთავრობის საქციელის უპასუხისმგებლობასა და გაუმართლებლობაზე მიგვანიშნებს, მათი დაგვიანებული რეაქციის გამო ვირუსზე.

გაერთიანებულმა სამეფომ ამ დრომდე არ შემოიღო მკაცრი ზომები ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მიუხედავად. შაბათს, შვედურმა მედიამ დააანონსა, რომ ქვეყანა ემზადებოდა კარანტინისთვის კოვიდ-19-ით გამოწვეული მზარდი სიკვდილიანობის გამო, მაგრამ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, ორშაბათს გამართულ კონფერენციაზე ამ თემას არ შეეხო.

სახელმწიფო ეპიდემიოლოგმა, ანდრეს ტეგნელმა განაცხადა, რომ მთავარი პრობლემა მოხუცებში ვირუსების გავრცელებაა.

მან გამოყო კოვიდ-19-ის გარკვეული რისკ ჯგუფებეი, როგროიცაა 70 წელს გადაცილებული მოსახლეობა და ქრონიკული დაავადების მქონე პირები.

„როდესაც მე ვესაუბრები ჩემს ნორვეგიელ კოლეგებს, მათ მსგავსი პრობლემა არ აქვთ. რადგანაც ვირუსი ახალია, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით რომელი დაავადებებია საშიში ვირუსის დროს“, - განაცხადა ტეგნელმა.

“Euronews”-ისთვის მომზადებულ განცხადებაში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კოვიდ-19-ის პანდემიის დასაცავი რეკომენდაციები გამოსცა, ესენია: საყოველთაოო ტესტირება კოვიდ-19-ზე, ფიზიკური დისტანცირება, თვითიზოლაცია დადებითი პაციენტებისთვის და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება.

„თითოეული ქვეყანა თვითონ წყვეტს რა ზომები მიიღოს, რაც ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე და ვირუსის გავრცელების სიხშრეზეა დამოკიდებული“, - განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პრესსპიკერმა.

შვედეთმა, თავისი მეზობლებისგან განსხვავებით არ შემოიღო საკარანტინო ზომები, ამის სანაცვლოდ მთავრობამ მოსახლეობას მოუწოდა პასუხისმგებლობა გამოეჩინათ და რეკომენდაციები დაეცვათ. 70 წელს გადაცილებულია დამიანები და რისკ ჯგუფებში შემავალი ადამიანები ვალდებულნი არიან შინ დარჩნენ, ხოლო სკოლები დაინსტიტუტები, რომლებიც მარტის შუა რიცხვებიდან დაკეტილია, კვლავ დისტანციურ სწავლებას აგრძელებენ.

ორშაბათს, ანდრეს ტეგნელმა განაცხადა, რომ სამუშაო პირობებმა შვედეთში, საშუალება უნდა მისცეს მოქალაქეებს დისტანციურად იმუშაონ სახლიდან თუ მათ მცირედი სიმფტომები მაინც აქვთ. ხელისუფლება კვლავ მოუწოდებს მცირედი სიმფტომების მქონდე მოქალაქეებს დარჩნენ თვითიზოლაციაში. შვედეთში, შეზღუდვები მოქმედებს, საჯარო შეკრებებზე სადაც 50-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. ასევე აკრძალულია ვიზიტები მოხუცცებულთა სახლებში.

„მთავრობა ცდილობს, მოხუცებულებში ვირუსის გავრცელება შეაჩეროს. შვედეთს არ უნდა საყოველთაო კარანტინი, რადგანაც სამედიცინო სფეროს მუშაკების 20-25% პროცენტს დაკარგავენ, რომლებიც ქვეყანას ასე სჭრიდება “, - განაცხადა „Euronews“-ის რეპორტიორმა სტოკჰოლმიდან, პერ ბეგფორს ნიუბერგმა.

მთლიანობაში, შვედეთში 687 ადამიანი გარდაიცვალა ცოვიდ-19-ით, ხოლო დაავადებულთა რიცხვი 8419-ია. თუმცა ეს რიცხვი შესაძლოა უფრო დიდი იყოს, რადგანაც შვედეთში, მხოლოდ მწვავე სიმფტომების მქონდე ადამიანებს და სამედიცინო სფეროს მუშაკებს ამოწმებენ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics