|
2020-04-14 16:11:42, 3115 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ პროექტ Charte.ge-ს მხარდაჭერას აგრძელებს
„საქართველოს ბანკი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მიზნით, პროექტ Charte.ge-ს ფარგლებში, ბანკი ერთი წლის განმავლობაში 300 სოციალურად დაუცველ მოსწავლეს ინტერნეტის გადასახადს დაუფინანსებს. ახლა, როცა მთელი მსოფლიო ახალ რეალობაზე გადაეწყო და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების უმეტესობა განათლებას ონლაინ რეჟიმში იღებს, ორმაგად მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომი გავხადოთ ინტერნეტი მათთვის, ვისაც ეს ახლა კიდევ უფრო მეტად სჭირდება. „დღეს საქართველოში სამწუხაროდ ბევრ სოციალურად დაუცველ მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტი. მიუხედავდ იმისა, რომ მათი უმრავლესობა ცხოვრობს ინტერნეტის დაფარვის ზონაში, მათ არ აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ ინტერნეტით. ინტერნეტთან წვდომა კი COVID 19 ის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი სოციალურად დაუცველ 300 მოსწავლეს ერთი წლის განმავლობაში ინტერნეტის გადასახადს სრულად დაუფინანსებს. ამით გვინდა ხელი შევუწყოთ მოსწავლეებს, სტუდენტებს მათი პოტენციალის ზრდასა და რეალიზებაში. ინტერნეტის მიწოდებით ახალგაზრდებს უჩნდებათ სწავლისა და განვითარების ახალი შესაძლებლობები, ჩვენ კი გვჯერა, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში. პროექტის შესახებ ინფორმაცია: charte.ge საქართველოს ბანკის სოციალური მეწარმეობის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტია. ის არის პლატფორმა, რომლის დახმარებითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაუფინანსოს იძულებით გადაადგილებულ უფროსკლასელებს თუ სოციალურად დაუცველს ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადი ან კომპიუტერი. პლატფორმა 2017 წელს შეიქმნა და მის მთავარ მიზანს განათლებისთვის ინტერნეტიზაციის ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. პროექტს ყოველთვიურად მხარს უჭერს 1400-ზე მეტი მოქალაქე და მონაწილე. მხარდამჭერი კომპანიების რაოდენობა დღესდღეობით 30 ორგანიზაციას ითვლის. პლატფორმისა და მისი დონორების ურთიერთთანამშრომლობით 563 მოსწავლეს უკვე აქვს წვდომა ინტერნეტთან. ერთად ჩავრთოთ საქართველო www.charte.ge
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)