2020-04-14 11:23:50, 2096 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთში საკარანტინო რეჟიმი 11 მაისამდე გახანგრძლივდა
საფრანგეთში საკარანტინო რეჟიმი 11 მაისამდე გახანგრძლივდა.
ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონიმ, სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა.
ამასთან, მაკრონიმ მოქალაქეებს წესების დაცვისაკენ მოუწოდა.
„უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ძალისხმევა და დაიცვათ წესები. სწორედ ამიტომ საჭიროა, რომ მკაცრი იზოლაციის რეჟიმი გაგრძელდეს 11 მაისამდე“,- განაცხადა მაკრონიმ.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში კარანტინი 15 აპრილს უნდა დასრულებულიყო.
ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსის 136 779 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც გარდაცვლილთა რაოდენობა 14 967-ს შეადგენს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,