00:38 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-13 21:24:04, 2566 ნახვა

მსოფლიო
ოპეკის „უდიდესი“ შეთანხმება ნავთობის მოპოვების შემცირებაზე მსოფლიო ბაზარს კატასტროფისგან იხსნის

ოპეკის წევრი ქვეყნები და დიდი ოცეულის წევრები ნავთობის მოპოვების შემცირებაზე შეთანხმდნენ. ისტორიული შეთანხმება, რომელიც რამდენიმე დღე გაურკვეველი იყო შედგებოდა თუ არა, მექსიკის პოზიციის გამო საბოლოოდ წარმატებით დამთავრდა.

ოპეკში შემავალი ქვეყნები დიდი ოცეულის წევრებთან ერთად ნავთობის მოპოვების რეკორდულ შემცირებაზე შეთანხმდნენ.

“Energy intelligence”-ის ჟურნალისტის, ამინა ბარკის თქმით, ამ შეთანხმების გამო, ბაზრიდან დღეში 19 მილიონი ბარელი გაქრება, რაც საკმარისი იქნება, რომ ნავთობის ფასი კვლავ გაიზარდოს და დასტაბილურდეს.

შეთანხმების მთავარი ინიციატორი, კვლავ საუდის არაბეთია. ერ-რიადი ნავთობ შეთანხმების ინიციატორი გახდა და ოპერატიულად მოელაპარაკა მოსკოვს.

ასევე, ერ-რიადის წარმომადგენლები არ კარგავდნენ ოპტიმიზმს და ცდილობდნენ მექსიკასთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულებინათ. თავის მხრივ მექსიკის წარმომადგენლებმა, არ დათმეს თავიანთი პოზიციები და ნავთობის მოპოვება დღეში 100 000 ბარელამდე შეამცირეს, შეთავაზებული 400 000-ის ნაცვლად. სხვაობა თავის თავზე აშშ-მ აიღო, ის კანადასთან და ბრაზილიასთან ერთად, დღეში 3,7 მილიონი ბარელის შემცირებას აპირებს.

საუდის არაბეთს, მოუწია კიდევ უფრო მეტად შეემცირებინა მოპოვება. ოპეკის შეთანხმებით, ნავთობის მოპოვება, საუდის არაბეთს დღეში 2,5 მილიონი ბარელით უნდა შეემცირებინა, თუმცა ეს რაოდენობა ოპეკის სტანდარტებით,მაინც არ იყო საკმარისი.

ამ რიგად, საუდის არაბეთმა გაერთიანებულ ემირატებთან და ქუვეითთან ერთად, გადაწყვიტა ნავთობის მოპოვება კიდევ 2 მილიონით შეემცირებინათ. შეთანხმების ირგვლივ კვლავ შეკითხვები ისმის.

შემცირებული ბარელების რაოდენობა, “Energy intelligence”-ის ჟურნალისტის, ამინა ბარკის მიერ დაანონსებული 19 მილიონს კვლავ არ უტოლდება. ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, რა რაოდენობით შეამცირებენ, დიდი ოცეულის წევრები ნავთობის მოპოვებას. ასევე კვლავ უცნობია შეთანხმების ფორმატი.

თავიდან აშშ და კანადა არ იყვნენ მზად, შეემცირებინათ მოპოვება ადმინისტრაციული მეთოდებით, საუდის არაბეთის მსგავსად.

ჩრდილო ამერიკულ ქვეყნებში, თავისუფალი ბაზარი და ბევრი ნავთობ კომპანიაა. კვოტების დაწესება თითოეულისთვის პრაქტიკულად წარმოუდგენელია, ამის გამო, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მ „ბაზრის მეთოდებით“ შეამცირებდა მოპოვებას, რაც იმას ნიშნავს, რომ პატარა კომპანიები გაქრებოდნენ ბაზრიდან, თუმცა ასეთი მეთოდები არ იძლევა არანაირ გარანტიას. გარდა ამისა, ამერიკულ კომპანიებს არ ექნებათ არანაირი შემაკავებელი მექანიზმები, როგორც მაგალითად რუსულ კომპანიებს აქვთ.

კითხვები ასევე შეთანხმების პრინციპებზე ჩნდება. დიდი ოცეულის წევრი ქვეყნები დათანხმდნენ მოპოვება ერთი წლით შეემცირებინათ, ხოლო ოპეკის წევრები, ორი თვით, მაისში და ივლისში შეამცირებენ. ამის შემდგომ მათ კვლავ უნდა განიხილონ კვოტები.

დაანონსებული შემცირება შესაძლოა საკმარისი არ იყოს. 19 მილიონი ბარელი ნავთობით შესაძლოა საკმარისი არ იყოს, ნავთობ ბაზარის სტაბილიზაციისათვის, რომელიც კორონავირუსის გამო , ნავთობზე მოთხოვნის შემცირების გამო კრიზისშია.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს შეფასებით ბაზარზე, ნავთობის ნაკლებობა 16,7 მილიონ ბარელს შეადგენს. “Golden sachs” - ის შეფასებით, ეს ციფრი 20 მილიონია.

სიდიდით მეორე ნავთობ მოვაჭრე მსოფლიოში, „ტრაფიგელა“ 35 მილიონს აანონსებს. ამიტომ , დაანონსებული 19 მილიონი, შესაძლოა საკმარისი არ იყოს.

ქვეყნების ლიდერები შეთანხმებით კმაყოფილები არიან. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და საუდის არაბეთის მეფე, სალმან ბენ აბდულ აზიზ ალ საუდი უკვე აანონსებენ თავიანთ კმაყოფილებას ამ შეთანხმებით.

სამი უდიდესი ნავთობ მომპოვებელი ქვეყნის ლიდერები, შეთანხმდნენ გააგრძელონ მოლაპარაკებები ამ თემის ირგვლივ. ტრამპმა თავის ტვიტერზე, შეთანხმებას „უდიდესი“ უწოდა და აღნიშნა, რომ უამრავმა ადამიანმა, ამ შეთანხმების გამო სამუშაო ადგილი შეინარჩუნა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics