11:23 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-13 20:39:07, 1503 ნახვა

კომენტარი
გიორგი ვაშაძე - თქვენ გინდათ, რომ მრევლის უსაფრთხოებიდან გამომდინარე აქტივობა ეკლესიასთან ბრძოლად გაასაღოთ, რაც არ გამოგივათ!

„თქვენ ფიქრობთ, რომ   ჩვენ, ის ადამიანები, ვინც მკაფიოდ ვაფიქსირებთ საკუთარ პოზიციას წირვა-ლოცვასთან და სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით გინდათ, რომ გაგვასაღოთ ვითომ ჩვენ ვებრძვით ქრისტიანულ სარწმუნოებას და ეკლესიას?! - ეს ასე არ არის!“, – ამის შესახებ, პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

იგი თვლის, რომ მძიმე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე აუცილებელია ხელისუფლებამ მიიღოს საზოგადოების უსაფრთხოების დასაცავად შესაბამისი გადაწყვეტილებები, რადგან ახლა არ არის  პოლიტიკური დივიდენდების დაწერის დრო.

„მე ძალიან კარგად მესმის თქვენი პოლიტიკური ზრახვები პირველი, რომ თქვენ ფიქრობთ, რომ   ჩვენ, ის ადამიანები, ვინც მკაფიოდ ვაფიქსირებთ საკუთარ პოზიციას წირვა-ლოცვასთან და სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით გინდათ, რომ გაგვასაღოთ ვითომ ჩვენ ვებრძვით ქრისტიანულ სარწმუნოებას და ეკლესიას. ეს ასე არ არის! უბრალოდ ჩვენ ვიაზრებთ პასუხისმგებლობას და ვსაუბრობთ ამის შესახებ.

ჩვენ ვიმყოფებით საგანგებო  ვითარებაში. გამოდით და კონკრეტულად თქვით მთელი კვირის მანძილზე ჩვენი მოქმედების წესი როგორი და რანაირი უნდა იყოს. დღეს პოლიტიკური დივიდენდების დაწერის დრო არ არის. ჩვენ ყველანი ერთად ვებრძვით ეპიდემიას და განსაკუთრებით ხელისუფლებას აქვს დიდი პასუხისმგებლობა. მე რაც არ უნდა მოვუწოდო და ვთქვა ან ცალკეულმა ადამიანებმა ჩვენ არ გვაქვს ამ მოწოდების აღსრულების მექანიზმი, ეს მექანიზმი თქვენს ხელშია“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სენატორებმა მოითხოვეს Starlink-ის რუსეთის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმებისთვის გამოყენების ნებართვა
საფრანგეთში ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები განახლდა - ორგანიზატორების თქმით, 800 000 ადამიანი მონაწილეობდა.
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ომსკში, საზღვრიდან 2500 კილომეტრში მდებარე Ozon-ის საწყობს და ნავთობქიმიურ ქარხანას
ტრამპი: აშშ ირანზე დარტყმას 25 ოქტომბრიდან განიხილავს, თუმცა მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics