2020-04-13 19:45:09, 1440 ნახვა
კომენტარი
ეზუგბაია - გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა, კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა ინფექციურ საავადმყოფოში
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით ინფექციური საავადმყოფოდან კიდევ ერთი გაჯანმრთელებული პაციენტი გაწერეს.
მან ასევე განაცხადა, რომ 11 ტესტირების პასუხს ელოდებიან დღის ბოლოსთვის.
„კოვიდ ინფიცირების ახალი შემთხვევები არ დამატებია, მეც არ მაქვს ინფორმაცია ჯერ-ჯერობით.
ჩვენ დილიდან ჩავატარეთ ტესტირება და დაგვემატა ერთი გაჯანმრთელებული. პაციენტების მდგომარეობა კი სტაბილურია, დღის განმავლობაში არ შეცვლილა. ველოდებით დღის მეორე ნახევარში 11 ტესტირების პასუხს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან