11:22 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-13 19:23:43, 1422 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე - მნიშვნელოვანი იქნება ქალთა ეკონომიკურ აქტივობაზე პანდემიის გავლენის კვლევა

მნიშვნელოვანი იქნება ქალთა ეკონომიკურ აქტივობაზე პანდემიის გავლენის კვლევა, რომელსაც ნინო წილოსანი ინიციატივით გენდერული საბჭო მოამზადებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ქალთა ეკონომიკურ აქტივობაზე პანდემიის გავლენის ანალიზი, რომელსაც გენდერული საბჭო მოამზადებს. მისი თქმით, ანალიზის შედეგები ასახული იქნება მთავრობის ეკონომიკური დახმარების პაკეტებში.

შეგახსენებთ, პარლამენტის გენდერული საბჭო არასამთავრობო სექტორთან და ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოსთან ერთად, მოამზადებს ანალიზს: Covid-19-ის გენდერული გავლენა ეკონომიკაზე.

ანალიზის მომზადების მიზანია, მთავრობის მიერ შემუშავებულ პროგრამებსა თუ სამოქმედო გეგმებში მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ქალების საჭიროებები, რადგან გლობალურად, ქალები ყოველთვის უფრო მეტად მოწყვლადები არიან ეკონომიკური რყევების დროს და მათ შორის, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დროს.

გაერო-ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, მიუხედავად იმისა, რომ Covid-19-ის პანდემია გლობალური საფრთხეა, მას განსხვავებული გავლენა აქვს ქალებსა და მამაკაცებზე, რაშიც იგულისხმება არამხოლოდ ჯანმრთელობაზე, არამედ სოციალ-ეკონომიკურ მხარეზე. შესაბამისად, ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შევამციროთ პანდემიის გავლენა გოგონებსა და ქალებზე.

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო იწყებს მუშაობას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციების მომზადებაზე, რომელთაც გადავცემთ საქართველოს მთავრობას, რათა თავის გადაწყვეტილებებში მაქსიმალურად გაითვალისწინოს ქალების საჭიროებები.

არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია. რომ რეკომენდაციები დროულად შემუშავდეს და მიეწოდოს მთავრობას. შესაბამისად, სამუშაო პროცესი გაწერილი იქნება მოკლე ვადაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სენატორებმა მოითხოვეს Starlink-ის რუსეთის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმებისთვის გამოყენების ნებართვა
საფრანგეთში ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები განახლდა - ორგანიზატორების თქმით, 800 000 ადამიანი მონაწილეობდა.
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ომსკში, საზღვრიდან 2500 კილომეტრში მდებარე Ozon-ის საწყობს და ნავთობქიმიურ ქარხანას
ტრამპი: აშშ ირანზე დარტყმას 25 ოქტომბრიდან განიხილავს, თუმცა მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics