|
2015-01-26 20:18:16, 3093 ნახვა
სხვადასხვა
მებაჟე ოფიცრებმა პროფესიული დღესასწაული იზეიმეს
26 იანვარს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა მებაჟე ოფიცერთა პროფესიულიდღესასწაული - საბაჟოს საერთაშორისო დღე აღნიშნა. უკვე რამდენიმე წელია, მსოფლიოს 179 საბაჟოადმინისტრაციასთან ერთად, ეს დღე საქართველოშიც აღინიშნება. საზეიმო ღონისძიება საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართა. მას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის,შემოსავლების სამსახურის პარტნიორი კომპანიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მებაჟეოფიცრები საქართველოს ყველა საბაჟო გამშვები პუნქტიდან. ღონისძიების სტუმრებს მიესალმა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. მინისტრმა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს მიულოცა პროფესიული დღესასწაულიდა აღნიშნა, რომ 2015 წლის მებაჟის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის გენერალურიმდივნის მიერ დასახელებული დევიზია საზღვრის კოორდინირებული მართვა - დაინტერესებულ მხარეთასრულყოფილი ჩართულობის ყოვლისმომცველი მიდგომა. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ეს თემა პირდაპირ ესადაგება საქართველოს საბაჟო სისტემაში უკვე კარგად აპრობირებულმიდგომას - საზღვრის ინტეგრირებულ მართვას, რაც შესაბამისი პოლიტიკის განმსაზღვრელ უწყებებთან მჭიდროთანამშრომლობისა და კოორდინაციის გზით სხვადასხვა საფრთხისგან სახელმწიფოს დაცვას უზრუნველყოფს. მინისტრმა მადლობა გადაუხადა პარტნიორ ორგანიზაციებს შემოსავლების სამსახურის საბაჟო მიმართულებითმიმდინარე პროექტების განხორციელებაში გაწეული ქმედითი მხარდაჭერისა და რჩევებისათვის, და აღნიშნა, რომ ამმხარდაჭერის გარეშე საქართველოს ვერ ეყოლებოდა მოდერნიზებული და ეფექტური საბაჟო უწყება. მან, ასევე,ხაზგასმით აღნიშნა იმ კერძო კომპანიებთან შეთანხმებული და ურთიერთ დაინტერესებული თანამშრომლობისმნიშვნელობა, რომელთა მონაწილეობა აუცილებელია საბაჟო პროცედურების წარმართვაში. ნოდარ ხადურმა მადლობა გადაუხადა მებაჟე ოფიცრებს მუხლჩაუხრელი, 24-საათიანი, თავდადებული შრომისათვისსაქართველოს საზღვრებზე და შემდგომი წარმატებები უსურვა მათ. საბაჟო საზღვრის დაცვაში კოორდინირებული, ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღებათავის მიმართვაში ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგითაბუაშვილმა და განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახური არ დაიშურებს ძალღონეს, რათა უფრო გაღრმავდეს დაგამტკიცდეს პარტნიორებთან თანამშრომლობა. იმ საზოგადო სარგებლის გათვალისწინებით, რასაც იწვევს საზღვრისკოორდინირებული მართვა, შემოსავლების სამსახურის უფროსმა მოუწოდა ყველას, არ დაიშურონ ძალისხმევა, რომ 2015წელი იქცეს სამაგალითო წლად როგორც უწყებებს შორის, ასევე სახელმწიფო დაწესებულებებსა და კერძო სექტორისწარმომადგენელთა შორის ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობის მიმართულებით. ღონისძიებაზე 21 მებაჟე ოფიცერი, რომლებმაც განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი პროფესიონალიზმით,კეთილსინდისიერებითა და საქმისადმი ერთგულებით, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის გენერალური მდივნის მიერდაწესებული ღირსების მოწმობებით დააჯილდოვეს.
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)