11:20 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-13 12:26:39, 1388 ნახვა

კომენტარი
ბოკერია ოქრუაშვილის სასამართლო პროცესზე - სამწუხაროდ, კარგი პროგნოზის საფუძველი არ მაქვს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია გამოეხმაურა ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესს, სადაც დღეს ოქრუაშვილის საქმეზე განაჩენს გამოაცხადებენ და აღნიშნა, რომ მას ამასთან დაკავშირებით, კარგი პროგნოზის საფუძველი არ აქვს.

ბოკერიამ დაამატა, რომ კორონავირუსის ჩავლის შემდეგ უნდა დავუბრუნდეთ ნორმალურ პოლიტიკურ პოცესს, ხოლო ნორმალური პოლიტიკური პროცესები ვერ დაბრუნდება თუ ციხეში არიან პოლიტიკური პატიმრები. ირაკლი ოქრუაშვილი არის ერთ-ერთი მათგანი.

„სამწუხაროდ, კარგი პროგნოზის საფუძველი არ მაქვს ამ ეტაპზე. ოღონდ ივანიშვილსა და მის გუნდს უნდა ახსოვდეს, რომ ახლა მთელი საზოგადოება არის კონცენტრირებული ამ უზარმაზარ საფრთხეზე, რომელიც დგას მთელი მსოფლიოსა და საქართველოს წინაშეც. მაგრამ ეს საფრთხე გადაივლის, საქართველო და მსოფლიო ამას გაუმკლავდება. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ნორმალურ პოლიტიკურ პოცესს და იქნება არჩვენები და ნორმალური პოლიტიკური პროცესები ვერ დაბრუნდება თუ ციხეში არიან პოლიტიკური პატიმრები. ირაკლი ოქრუაშვილი არის ერთ-ერთი მათგანი და უნდა იყოს თავისუფალი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე, სასამართლო განაჩენს დღეს გამოაცხადებს. ოქრუაშვილს 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავებიან.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის სენატორებმა მოითხოვეს Starlink-ის რუსეთის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმებისთვის გამოყენების ნებართვა
საფრანგეთში ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები განახლდა - ორგანიზატორების თქმით, 800 000 ადამიანი მონაწილეობდა.
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ომსკში, საზღვრიდან 2500 კილომეტრში მდებარე Ozon-ის საწყობს და ნავთობქიმიურ ქარხანას
ტრამპი: აშშ ირანზე დარტყმას 25 ოქტომბრიდან განიხილავს, თუმცა მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics