22:30 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-12 17:07:39, 592 ნახვა

ეკონომიკა
ქადაგიძე: მთავრობამ ღიად უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია რეფინანსირების ინსტრუმენტთან დაკავშირებით

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, აუცილებელია რომ მთავრობამ ღიად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია რეფინანსირების ინსტრუმენტთან დაკავშირებით. 

მისი თქმით, მთავრობასთან დაახლოებული  ექსპერტები ამ ინსტრუმენტის დისკრედიტაციას ახდენენ, რაც  ბაზრის მონაწილეებში გაურკვევლობას იწვევს. 
„სახაზინო ვალდებულებების საპროცენტო განაკვეთის ზრდა არის ზუსტად ის ფასი, რომელსაც ჩვენ ეროვნულ ბანკზე განხორციელებული  შეტევევბისთვის ვიხდით. კონკრეტულად კი მთავარ ინსტრუმენტზე, რეფინანსირების სესხებზე.მოგეხსენებათ, რომ მთავრობასთან დაახლოებული ექსპერტები განუწყვეტლივ ახდენენ ამ ინსტრუმენტის დისკრედიტაციას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს გაურკვევლობას ბაზრის მონაწილეებში. არის მოლოდინი, რომ ჩვენ შეიძლება შევზღუდოთ ან შევაჩეროთ რეფინანსირების სესხები. როგორც შედეგი საპროცენტო განაკვეთი გაიზრდება. არამარტო ეროვნული ბანკი ზარალდება ამით, არამედ ბიუჯეტი ყოველთვიურად იხდის მილიონობით უფრო მეტ ლარს საპროცენტო ხარჯის სახით. აუცილ;ებელია მთავრობამ კიდევ ერთხელ ღიად და საჯაროდ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია რეფინანსირების ინსტრუმენტთან დაკავშირებით. უჭერს თუ არა მთავრობა მხარს რეფინანსირების ინსტრუმენტის შეზრუდვას. იმისთვის, რომ ამ საკითხს ერთხელდასამუდამოდ   დაესვას წერტილი და უნდა  შევიტანოთ სიცხადე ბაზრის მონაწილეებისათვის. დღეს ყველააზე მნიშვნელიოვანია, რომ მთავრობამ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ახდენს თუ არა გავლენას ლარის გაცვლით კურსზე რეფინანსირების სესხები.  ერთის მხრივ არის მთავრობის დუმილი, მეორეს მხრივ არიან ექსპერტები, რაც ბაზრის მონაწილეების მხრიდან აღიქმება როგორც მთავრობის პოზიცია“,-განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics