19:21 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-11 19:39:08, 1330 ნახვა

კომენტარი
მარინა ეზუგბაიას განცხადებით ინფექციური საავადმყოფოდან კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაწერეს

დილის შემდეგ, ვითარება არ შეცვლილა კვლავ 233 შემთხვევაა დადასტურებული  და სამი შემოტანილი დადასტურებული შემთხვევა და გამოჯანმრთელებულთა რიცხვს შეეპატა კიდევ ერთი, რომელიც ჩვენი კლინიკიდან გავწერეთ - ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მძიმე პაციენტების მდგომარეობა არ შეცვლილა და კვლავ 24 საათანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. 

"დილის შემდეგ, ვითარება არ შეცვლილა კვლავ 233 შემთხვევაა დადასტურებული  და სამი შემოტანილი დადასტურებული შემთხვევა. 

ერთადერთი სიახლე ის არის, რომ 55 გამოჯანმრთელებულს ერთი დაემატა და გახდა 56. ეს ერთი პაციენტი ჩვენი კლინიკიდანაა და უკვე დატოვა საავადმყოფო. 

ყველა გაგზავნილი ტესტირების პასუხი უარყოფითი მოვიდა. რაც შეეხება მძიმე პაციენტებს მათი რაოდენობა კვლავ 7, ხოლო  მძიმეთა შორის უფრო მძიმე 3 პაციენტი გვყავს, რომლებიც ინტენსიურ მეთვალყურეობას საჭიროებენ 24 საათის განმავლობაში და მათი მდგომარეობა არ დასტაბილურდა და დღის განმავლობაში ცვალებადია სიმძიმიდან გამომდინარე. ხოლო დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია და იმედია პროგრესირება თუ აღარ იქნება გამოჯანმრთელებულები გახდებიან მალე. 

რაც შეეხება ასაკობრივ სტატისტიკას, დადასტურებულთა ასაკი უმეტეს შემთხვევაში საშულოა,  გარკვეული პროცენტი 60 და 70 წლის ზემოთაა მაგრამ ძირითადად, 50 % საშუალო ასაკისაა.

დღეს საღამოს კიდევ 6 პაციენტის ტესტირებას ველოდებით. ამ ეტაპზე 35 პაციენტი წევს და სულ 74 პაციენტი მკურნალობდა ჩვენთან და 39 გამოჯანმრთელდა ჩვენს კლინიკაში", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
ტერიტორია დაატოვებინეს აქტივისტს, რომელიც კობახიძის ბრიფინგის პარალელურად, კანცელარიასთან, საპროტესტო წარწერით მივიდა
2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო - პროექტის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“
ბოლო 5 თვეში მდინარაძემ კობახიძისგან მე 5-ე, გენერალ-მაიორის წოდება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics