14:07 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-11 15:11:35, 18351 ნახვა

ომი უკრაინაში
დიდი პარასკევი ვირტუალურად - ყველა ტაძარი ცარიელი იყო

კორონავირუსის გავრცელების გამო, ვნების კვირის დიდი პარასკევი კათოლიკეებმა, ლუთერანებმა და პროტესტანტული ეკლესიის წარმომადგენლებმა პირველად, განსხვავებულად აღნიშნეს.

ვატიკანის ქუჩები ცარიელია. რომაულ-კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში, პირველად, დიდი პარასკევი „ვირტუალურად“ აღინიშნა. მესა ონლაინ რეჟიმში ჩატარდა, ასევე მიმდინარეობდა მისი ტრანსლირება ტელევიზიით. ტრადიციული ლიტანიობა, რომელიც კოლიზეუმის კედლებთან ტარდებოდა, ამჯერად წმინდა პეტრეს ტაძრის მოედანზე ჩაივლის.

რაც შეეხება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს, რომელიც 2019 წლის აპრილში დაიწვა, მსახურება ეკლესიაში ტელევიზიით იქნება ტრანსლირებული. პარიზის არქიეპისკოპოსმა, მიშელ ოპეტიმ ჩაატარა მესა, რომელსაც მხოლოდ 7 ადამიანი დაესწრო. აღნიშნულის მდგომარეობიდან გამომდინარე, ტაძარში დააბრუნეს ქრისტეს ეკლის გვირგვინი, რომელიც ხანძარს გადაურჩა.

ესპანურ რელიგიურ მელოდიაში, კალანდაში, სადაც დოლების ხმა ისმის, ამჯერად ცვლილებები შევიდა. დოლების ხმა ჩვეულებრივ დიდი პარასკევის ნაშუადღევს იწყებოდა და შაბათის საღამომდე გრძლედებოდა, წელს კი, ეს ყველაფერი სახლების აივნებიდან ისმის, რადგან მოქალაქეებს არ აქვთ ერთად შეკრების საშუალება.

და ბოლოს, გერმანიის დუსელდორფში ასობით ქრისტიანი იმყოფებოდა მესაზე, მსახურება ჩატარდა კინოთეატრის ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ და აკმაყოფილებდა ყველანაირ ნორმებს, რომლებიც არის რეკომენდირებული. მორწმუნეები, ერთმანეთისგან სოციალური დისტანციის დაცვით იდგნენ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics