22:31 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-12 15:51:47, 606 ნახვა

ეკონომიკა
ქადაგიძე: ლარის კურსის მერყეობაზე ყველაზე დიდ გავლენას არსებული უარყოფითი მოლოდინები ახდენს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ლარის კურსის მერყეობაზე ყველაზე დიდ გავლენას საზოგადოებაში არსებული უარყოფითი მოლოდინები ახდენს.
ამის შესახებ ქადაგიძემ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტის მერყეობის საკითხის კომენტირებისას განაცხადა. 
მისივე თქმით, კურსის განსაკუთრებული მერყეობა მოსალოდენლი არ არის. 
„უკვე არსებული შოკი გაუფასურებაში ასახულია ანუ  ის მილიარდიანი დანაკლისი შემოდინებაში, რომელიც ჩვენ მივიღეთ უკვე არის  ასახული მოხმარების შემცირებაში. შესაბამისად, იმპორტის შემცირებაში. ივლისის თვეში იმპორტი ერთჯერადი ფაქტორების გამოკლებით შემცირდა დაახლოებით 21 %, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა თანაბარ პირობებში ჩვენ კურსის განსაკუთრებულ მერყეობას არ ველოდებით. მიუხედავად ამისა, ბოლო დღეების მერყეობასთან დაკავშირებით მინდა ავღნიშნო ძირითადი მიზეზები. რა თქმა უნდა ივლისის თვე საკმაოდ სუსტი იყო გზავნილების თვალსაზრისით და ეს ინფორმაცია გამოქვეყნდება რამდენიმე დღეში. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ახდენს გავლენას ეს არის  საზოგადოებაში არსებული უარყოფითი მოლოდინები. კონკრეტულად ბაზრის მონაწილეებს აქვს ძალიან გაზრდილი მოლოდინი შემოგდომაზე კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით. ბაზრის მონაწილეების  შესაბამისად კომპანიების და სხვა აქტორების მიერ ხდება დოლარის მასის დაგროვება, რაც იწვევს დამატებით ზეწოლას კურსზე. სხვა თანაბარ პირობებში ეს მეორეს მხრივ ნიშნავს იმას, რომ შემოდგემაზე ზეწოლა უნდა იყოს ნაკლები. ვინაიდან, კომპანიები უკვე იწყებენ უცხოური ვალუტის, დოლარის დაგროვებას“,-განახადა გიორგი ქადაგიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics