22:29 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-12 11:54:05, 616 ნახვა

ეკონომიკა
საჯარო რეესტრი: 2015 წლის ივლისში საქართველოში 4 180 ბიზნეს სუბიექტია დარეგისტრირებული

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის ივლისში საქართველოში 4 180 ბიზნეს სუბიექტია დარეგისტრირებული.

2015 წლის ივლისის თვეში ქვეყა- ნაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 4 180 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 97.3% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგა- დოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგა- დოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 2.7% - არასამეწარ- მეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფი- ლიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი). ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) 0.955 დონეზე დაფიქსირდა.  ა.წ. ივლისის თვეში ზრდა დაფიქსირდა როგორც წინა თვესთან (4.0%-ით), ისე წინა წლის იმავე თვესთან (14.5%-ით) შედარებით.

2015 წლის ივლისის თვეში წინა თვესთან შედარებით სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 3.9%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 7.5%-ით გაიზარდა. ანალოგიური ტენდენცია დაფიქ- სირდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებითაც: სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის ზრდა 14.6%-ით და არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის ზრდა 8.6%-ით. ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) სამეწარმეო და არასამეწარ- მეო სუბიექტების მიხედვით შესაბამისად 0.957 და 0.898 დონეებზე დაფიქსირდა. ა.წ. ივლისის თვეში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (2 477 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 59.3%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის სა- ზოგადოების (1 512 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 36.2%) სახით. როგორც ჩანს, ბიზნეს სუბიექტთა 95.5% კვლავ მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესო- ბას. ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 113 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 54 კოოპერატივი, 15 სააქციო საზოგადოება, 8 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი და 1 საჯარო სამართ- ლის იურიდიული პირი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics