21:09 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-09 19:26:27, 1186 ნახვა

კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი - ეს სოლიდარობა, რომელიც დღეს გამოვიჩინეთ, არის ის, რაც ხვალ გადაგვარჩენს

„ეს სოლიდარობა, რომელიც დღეს გამოვიჩინეთ, არის ის, რაც ხვალ გადაგვარჩენს“, - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კორონავირუსთან ბრძოლაში გამოჩენილ სოლიდარობას.

მისი თქმით, კიდევ დაგვჭირდება სოლიდარობა, რადგან ამ დიდ კრიზისს, დიდი ეკონომიური და სოციალური სირთულეები მოჰყვება.

„მინდა ყველას უდიდესი მადლობა გადავუხადო - ექიმებს, მედპერსონალს, იმ ადამიანებს, რომლებიც საზღვარზე დგანან, ჯარისკაცებს. ძალიან განსაკუთრებული მადლობა ჩვენ დიპლომატიურ უწყებას, რომელიც წინა ფრონტზე იბრძვის იმ ქვეყნებში, სადაც კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა და ეხმარება ჩვენს ემიგრანტებს. მინდა რომ ყველამ მიიღოს ეს მადლობა, რადგან ის ყველას ეკუთვნის.

ჩვენი მთავარი იარაღი ამ ბრძოლაში სოლიდარობაა, რომელიც უკვე გამოვიჩინეთ. სოლიდარობა გამოიჩინა საზოგადოებამ, თითოეულმა ადამიანმა, კერძო სექტორმა. სოლიდარობა გამოვიჩინეთ, როცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ ჩვენს მოქალაქეებზე ვრცელდება ყველა ის საშუალება, რაც გვაქვს. ჩვენ სოლიდარობა გამოვიჩინეთ ჩვენი ემიგრანტების მიმართ, როცა მათ ვაბრუნებთ ყველ იმ შესაძლებლობებით, რაც გვაქვს. ეს ის საიდუმლო იარაღია, რომელიც საქართველოს გააჩნია. ჭირში სოლიდარობა ყოველთვის იყო ჩვენი კულტურისა და ჩვენი ღირებულებების ერთ-ერთი მაჩვენებელი და დამახასიათებელი. ეს სოლიდარობა, რომელიც დღეს გამოვიჩინეთ, არის ის, რაც ხვალ გადაგვარჩენს. ჩვენ კიდევ დაგვჭირდება სოლიდარობა, რადგან ამ დიდ კრიზისს მოჰყვება კიდევ დიდი ეკონომიური და სოციალური სირთულეები, ამისათვისაც უნდა ვიყოთ მზად და მზად უნდა ვიყოთ, რომ ერთიანად დავხვდეთ ამ შემდეგ ეტაპსაც“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics