12:37 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-09 18:08:22, 8242 ნახვა

ომი უკრაინაში
აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 შემთხვევაა დადასტურებული

„სახელმწიფო მინისტრის თქმით, სხვადასხვა წყაროთი აფხაზეთის რეგიონში უკვე COVID-19-ით ინფიცირების 2 შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა არ არსებობს აბსოლუტური გარანტია იმისა, რომ ეს ზუსტი მონაცემებია“, - ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე პირი არის კარანტინში მოთავსებული.

„სახელმწიფო მინისტრის თქმით, სხვადასხვა წყაროთი აფხაზეთის რეგიონში უკვე COVID-19-ით ინფიცირების 2 შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა არ არსებობს აბსოლუტური გარანტია იმისა, რომ ეს ზუსტი მონაცემებია. ისინი ერთმანეთთან დაკავშირებული პირები არიან, რამდენიმე პირი არის კარანტინში, გაგრაში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ კომენდანტის საათია გამოცხადებული. ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ მონაცემებზე ვერ გვექნება ასპროცენტიანი გარანტია, რომ ეს აბსოლუტურად ზუსტი მონაცემებია. იმიტომ, რომ ოკუპაციის მდგომარეობის გამო მათი ვერიფიკაცია არ ხდება, იგივე საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მიერ. თუმცა, ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა საფრთხის დონე აწეულია ერთი საფეხურით, რამდენადაც ჩვენი ინფორმაციით, ამ კონკრეტულ პირებს საკმაოდ ბევრი კონტაქტი ჰყავთ და ეხლა აუცილებელია, რომ ადგილზე  დროულად მოხერხდეს ამ კონტაქტების კვლევა, იდროული ზოლირება და შემდგომი გავრცელება შეკავდეს.

დღეის მდგომარეობთ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთის რეგიონიდან იმყოფება 80-მდე პირი, ამ პირებს შორის არიან ერთი COVID-19-ით ინფიცირებული, ასევე მასთან კონტაქტში მყოფი პირები, რომლებიც არიან საკარანტინო ზონაში“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics