2020-04-09 11:06:19, 17426 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას თქმით, ექვსი ახალი პაციენტის დაინფიცირების წყარო ცნობილია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ექვსი ახალი პაციენტის დაინფიცირების წყარო ცნობილია.
მისივე ცნობით, არც ერთი მათგანი არ მიეკუთვნება შიდა გავრცელების შემთხვევას.
„6 ახალი ინფიცირებულია, აქედან სამი გადაყვანილია ქუთაისში და სამი თბილისშია. არც ერთი არაა შიდა გავრცელება, როგორც ჩემთვის ცნობილია, ყველა შემოტანილი შემთხვევაა. მათი ინფიცირების წყარო ცნობილია. მათ შორის არასრულწლოვანი არაა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან