2015-08-12 09:36:02, 582 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.2980 ლარი ღირს
ლარი დოლართან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი 2.2980 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.3024 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0044 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში გაუფასურდა. 1 ევრო 2.5356 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი ღირებულება 2.5174 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0182 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან