|
2020-04-08 20:06:15, 2632 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - მისასალმებელია, რომ ქართულ საწარმოებში არსებული სამუშაო პირობები მაქსიმალურად პასუხობს ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინების ყველა მოთხოვნას
სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების შემოწმების პროცესს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დღეს კასპში, კომპანია „ჰაიდელბერგ ცემენტის" ქარხანაში დაესწრო. მასთან ერთად ინსპექტირება განახორციელეს ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური დასამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ერთობლივმა ჯგუფმა. მინისტრმა დეტალურად დაათვალიერა საწარმოო პროცესი და გაიდლაინების დაცვის ხარისხით კმაყოფილი დარჩა. „აქ ყველგან არის წარმოდგენილი პირადი დაცვის საშუალებები,ადგილებზე მიმდინარეობს თერმო სკრინინგი. ეს საწარმო საქმიანობას გააგრძელებს, მაგრამ შემოწმებას პერიოდულად განვახორციელებთ," - განაცხადა მინისტრმა. მთავრობის დადგენილებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ბოლო სამ დღეში 100-ზე მეტ საწარმოში ჩაატარა ინსპექტირება. ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა ორივე საჯარო უწყების სამუშაო ჯგუფის წევრებს გაწეული ნაყოფიერი სამუშაოსათვის. ამავე დროს, მინისტრმა დაასახელა 10-ზე მეტი საწარმო, რომლებმაც საქმიანობის უფლება ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინებთან მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო ვერ აღიდგინეს. „ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინების მოთხოვნების დაკმაყოფილებას ქართული საწარმოები რაც უფრომალე შეძლებენ, რომელიც, პირველ რიგში, პერსონალის პირადი დაცვის საშუალებებით აღჭურვას გულისხმობს, მით უფრო მალე ამოიქოქება ჩვენი ეკონომიკა პოსტკრიზისულ პერიოდში, რომელიც, იმედია, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით მალე დადგება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)